საშუალოდ ქალების უმტეტესობას ოვულაცია აქვთ მენსტრუალური ციკლის მე-14 დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლი 28 დღეზე ნაკლებია, ოვულაცია შეიძლება მოხდეს უფრო ადრე. თუ არ გსურთ დაორსულება, უმჯობესია, გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ვაგინალური სანთლები ან კონდომი (პრეზერვატივი).
რა არის ოვულაცია? - ეს პროცესია, რომლის დროსაც ფოლიკული სკდება და საკვერცხიდან გამოდის მომწიფებული კვერცხუჯრედი.
თუ აწარმოებთ ოვულაციის მონიტორინგს, მაშინ დაორსულებისთვის ხელსაყრელია დაუცველი სქესობრივი ცხოვრება ოვულაციამდე 3 დღით ადრე, ოვულაციის დღეს და ოვულაციის შემდეგ 1 დღე. თუ არ გეგმავთ ორსულობას, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ დღეებში უნდა გქონდეთ დაცული სქესობრივი ცხოვრება.
გისურვებთ ჯანრთელობას!
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)