„აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები“
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი პაციენტების მართვაზე სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:
„ის კადრები, რაც ვიხილე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ, დიახ, ახალ და „თანამედროვედწოდებულ“ რეანიმაციულ განყოფილებაში, ესაა სრული კატასტროფა. წელიწადნახევრის წინ, 2020 წლის აპრილში, ვსაუბრობდით ინტენსიური და მართვითი სუნთქვის კოვიდიანი ადამიანების ჰიგიენაზე, დისტანციაზე, საწოლებშორის უბრალო გამყოფებზე და ამდენი თვეების მერე ისევ იქა ვართ... არა, უარესად ვართ.
მაშინ ექიმებს ფფპ 2 პირბადეები და მაღალჰიგიენური ეპიკიური მაინც ჰქონდათ. გინდაც 15-ჯერ იყოს აცრილი ექიმი და იყოს უსიმპტომო, ის კოვიდის გადამტანია მაინც, ყველაფერია კოვიდის გადამტანი - ადამიანიც, ხელსაწყოც, ამონასუნთქი ჰაერიც, ამონახველიც, დაცემინებაც და ყველაფერი, თუ ასე თევზებივითაა ერთიმეორეს მიწყობილნი ადამიანები.
რა გახდა ეს გამყოფი ცელოფანი მაინც, არ მესმის და ვერ ვიგებ. რა თქმა უნდა, ისიც საშინელ მანკად და კატასტროფულ დაუნახაობად რჩება, რომ ადამიანი, რომელიც ინტერვიუს აძლევს ტელევიზიას, არ უნდა იყოს მართვით სუნთქვაზე, არ შეიძლება ასეთი ადამიანების ასე სრული იმობილიზება და საწოლში გამწესება არაა არავითარი ფიზიოთერაპია.
როცა ორსულობის ბოლო კვირაში ორსულ ქალს დააწვენ, არ გაანძრევ და გამოკეტავ კოვიდიანებთან ერთად რეანიმაციაში, ის ნაღდად დაიღუპება, რადგან ორსულობისას რამდენიმე ათეულჯერაა აწეული თრომბოემბოლიის რისკი. მაგრამ აქვთ საქართველოში ალიბი აბსოლუტურად ყველაფრისათვის: „არ იყო აცრილი და მოკვდებოდა, აბა რაო“. ესაა დანაშაულებრივი აზროვნება და ქმედება. ეს ასეა. ფაქტია.
აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები.
ამას ესაჭიროება კარგი ვენტილაცია, რამდენიმე ასეული მეტრის დეზიფექციის შესაძლებლობის მქონე ცელოფნის საფარი, რამდენიმე ათეული ფიზიოთერაპევტი და ადამიანების საავადმყოფოებში არშეყრა. რეზიდენტი ექიმების და უსაქმოდ დარჩენილი ტაქსის მძღოლების მეშვეობით რამდენიმე ასეული მობილური ჯგუფის შექმნა და პაციენტებს სახლში, სოფლებში, საკუთარ ოჯახებში, მის ეზო-კარმიდამოში მართვა უნდა ამას ყველაფერს.
2020 წლის აპრილიდან ერთი მისხალიც კი არ გაკეთებულა ამ მხრივ. ეს დანაშაულია, სამარცვინოა ეს ყველაფერი და საკუთარ სახეს სარკეში ვერ შეხედავთ ამ სისტემის „გამპარვებელი“ ექიმები, ახლა რომ ყველაფერს არაცრილობას ატენით.
ნორმალური პირბადეები მაინც გაიკეთეთ. მე მიკეთია აცრილს და კოვიდგადატანილს ხუთოთახიან და ღიაფანჯრებიან პრაქსისში ფფპ2 პირბადე მთელი დღის განმავლობაში.
სამარცხვინოა ეს საქციელი.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ ინფექცია არის უპირველესად ჰიგიენა და მართვა, ყოველთვის გამოძებნიან მიზეზს გაამართლონ ადამიანთა სიკვდილი, მაგალითად, აუცრელობით. ვითომდა მხოლოდ ერთი ინფექცია არსებობდეს დედამიწაზე და თუ ის მოვთოკეთ, სხვა არაფერია საჭირო.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ კორონა ინფექცია არის უმეტესწილად, 80%-ში მხოლოდ და მხოლოდ გამშვები მექანიზმი სხვა დაავადებისა, სხვა გართულებისა, რომელსაც უნდა უმკურნალო ისე, როგორც ეს წესი და რიგია, ყოველთვის დაადანაშაულებენ თავად გარდაცვლილს და გარემოს დაუდევრობაში და სიბნელეში.
ყველა გარდაცვლილის უკან არის განვლილი გზა. აი, ამ გზის თითოეულ ნაბიჯს უნდა ანალიზი,“ - წერის ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
,,არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ექიმთან წინასწარი საუბრის გარეშე''
რა არის პარაცეტამოლი, როგორ გამოიყენება სწორ დოზებში, შეიძლება თუ არა იბუპროფენის მიღება სიცხის დაწევის მიზნით კოვიდის დროს? - აღნიშნულ თემებზე ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს:
,,პარაცეტამოლი, ასევე ცნობილი როგორც აცეტამინოფენი ან APAP — მედიკამენტი, რომელიც ძირითადათ გამოიყენება მაღალი სიცხის დროს. პარაცეტამოლი არ არის საშიში როდესაც დოზა რეკომენდებულია. მაქსიმალური დღიური დოზა ზრდასრული ადამიანისათვის შეადგენს 3 ან 4 გრამს. მაღალი დოზა სახიფათოა ღვიძლისათვის.
სამედიცინო გამოყენება:
პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ სიცხის დამწევ საშუალებას ყველა ასაკის ადამიანისათვის. პარაცეტამოლის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზაა ერთი 500 მგ ტაბლეტი 4-ჯერ 24 საათში. აუცილებელია მიღების შორის ინტერვალი არ იყოს 4 საათზე ნაკლები. პარაცეტამოლის გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.
Მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
მოზრდილებისთვის პარაცეტამოლის მაქსიმალური რაოდენობაა 1 გრამი (1000 მგ) დოზა და 4 გრამი (4000 მგ) დღეში. მეტი პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ექიმთან წინასწარი საუბრის გარეშე, თუ დღეში სამ ჭიქაზე მეტი ალკოჰოლი გაქვთ მიღებული ან გაქვთ ღვიძლის (ციროზი). არ გამოიყენოთ პარაცეტამოლი ექიმთან შეთანხმების გარეშე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია, რომ პარაცეტამოლი ბავშვების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას მაშინ, როდესაც სხეულის ტემპერატურა 38,5 °C-ზე მაღალია.
პარაცეტამოლი ასევე გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად, ოსტეოართრიტის, წელის და თავის ტკივილის დროს.
იბუპროფენი გამოიყენება პარაცეტამოლის მსგავსი ფორმით; იგი ამცირებს ტკივილს, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხელების სამკურნალოდაც მთავარი განსხვავება ის არის, რომ იბუპროფენი ამცირებს ანთებას.
იბუპროფენი არის ერთგვარი პრეპარატი, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება). ეს ნიშნავს, რომ იბუპროფენი შეამცირებს ანთებას.
იბუპროფენი რჩება უსაფრთხო გამოსაყენებლად, როგორც მითითებულია ამჟამინდელ სამეცნიერო ლიტერატურაში იბუპროფენი არ ამძიმებს COVID-19 ჯანმრთელობის შედეგებს,'' - აღნიშნავს ექიმი.