COVID-19 და კვლევები - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„როგორც მკურნალობის, ასევე გამოკვლევების კუთხით, COVID-19-თან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არ ხდება სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინება.
სამწუხაროდ, უსიმპტომო პაციენტებთან ან მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში უხშირესად ხდება გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რომლის დასხივების ხარისხი ანუ რადიაციული დოზა=7mSv გახლავთ ბუნებრივი დასხივების 2-წლიანი პერიოდის ტოლფასი (ანუ დასხივება, რასაც ადამიანი 2 წლის განმავლობაში ბუნებრივად იღებს). ხშირად კი COVID-19-ის დროს კტ-ს რამდენიმეჯერ უკეთებენ პაციენტებს - 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ.
პოტენციურად კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებით გამოწვეული ჯანმრთელობის პოტენციური საფრთხეები თავს მომავალში იჩენს.
კოქრეინის სისტემური მიმოხილვით დადგინდა, რომ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის ეფექტური გამოკვლევის საშუალება COVID-19 დიფერენცირებისათვის სხვა რესპირატორულ დაავადებებთან.
Fleischner Society - COVID-19-ის დროს გულმკერდის (ფილტვების) გამოსახვის პროტოკოლი
პაციენტები COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომებით (Patients with mild features of COVID-19)
გულმკერდის გამოსახვა (Imaging - რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) რეკომენდებულია მხოლოდ პაციენტებში COVID-19-ის პროგრესირების რისკ-ფაქტორებით.
გამოსახვა არ არის რეკომენდებული ასიმპტომურ პაციენტებში ან მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ის დროს თუ ამ პაციენტებს არ აქვთ დაავადების პროგრესირების რისკები.
პაციენტები საშუალოდან-მძიმე ფორმის COVID-19-ით (Patients with moderate-to-severe features of COVID-19)
გამოსახვა მიზანშეწონილია COVID-19-ის ლაბორატორიული პასუხის გარეშე ან იმის მიუხედავად ხელმისაწვდომია თუ არა ვირუსზე ტესტირება - იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საშუალოდან - მძიმე ფორმის სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს COVID-19-ზე და ინფექციის არსებობის პრე-ტესტური შესაძლებლობა (pre-test probability of infection)
გამოჯანმრთელებული პაციენტები (Patients recovered from COVID-19)
გამოსახვა რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ფუნქციური გაუარესება ინფექციის დროს და/ან ჰიპოქსია (სუნთქვის გაძნელება) მას შემდეგ, რაც ისინი გამოჯანმრთელდნენ.
სხვა სცენარი (Other scenarios)
ყოველდღიური გულმკერდის რენტგენოგრაფია არ არის რეკომენდებული სტაბილურ, ინტუბირებულ (აპარატზე მყოფ) პაციენტებში COVID-19-ით“, - წერს ექიმი ზაზა თელია.
,,გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ,'' - ნათქვამია განცხადებაში.