Baby Bag

„რატომ უნდა იცხოვრო სხვისთვის, როდესაც შეგიძლია, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო და იზრუნო? სანამ ამ კითხვას პასუხს გასცემ, დაფიქრდი...“

„რატომ უნდა იცხოვრო სხვისთვის, როდესაც შეგიძლია, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო და იზრუნო? სანამ ამ კითხვას პასუხს გასცემ, დაფიქრდი...“

წყარო: ფილოლოგ, პედაგოგ გია მურღულიას სოციალური ქსელი

    რატომ უნდა იცხოვრო სხვისთვის, როდესაც შეგიძლია, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო და იზრუნო?

    სანამ ამ კითხვას პასუხს გასცემ, დაფიქრდი, ასეთი სულელური აზრი რატომ დაგებადა თავში.
    ღმერთი ყველა იმ ადამიანშია, კარგსა თუ ცუდში, რომლებიც წუთისოფლის გზაზე შემოგხვდებიან.
    არ არსებობს მარტო დარჩენილი კაცის ბედნიერება.
    ყოველი გამოწვდილი ხელი სამყაროს სალამია.

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა ან ერთ-ერთი მაინც დაუჩოქეთ და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა“

    „მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა ან ერთ-ერთი მაინც დაუჩოქეთ და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა“

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. გთავაზობთ პატრიარქის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

    „უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან. ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი.“
    წაიკითხეთ სრულად