Baby Bag

მასწავლებლებს ჟურნალში დასწრებისა და შეფასების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიურიად ჩაწერა არ მოუწევთ - ბრძანება

მასწავლებლებს ჟურნალში დასწრებისა და შეფასების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიურიად ჩაწერა არ მოუწევთ - ბრძანება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ​ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 4 ივნისს გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებული არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და შეფასების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისგან. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აღრიცხოს „ტელესკოლის“, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აღნიშნული მიმდინარე შეფასებები სემესტრული/წლიური/საბოლოო შეფასებების გამოყვანის მიზნით სასწავლო წლის ბოლოს გადაიტანოს ჟურნალში.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 4 ივნისს გამოქვე...