Baby Bag

პრინცესა შარლოტას პირველი დღე სკოლაში - ფოტოები და ვიდეო

პრინცესა შარლოტას პირველი დღე სკოლაში - ფოტოები და ვიდეო

კემბრიჯის ჰერცოგ უილიამისა და ჰერცოგინია ქეით მიდლტონის ქალიშვილი, პრინცესა შარლოტა სკოლაში პირველად ​წავიდა.

4 წლის შარლოტა ტომას ბატერსის სკოლაში დედამ და მამამ მიიყვანეს უფროს ძმა, ჯორჯთან ერთად. (პრინცი ჯორჯი 2017 წლიდან სწავლობს ამავე სკოლაში).

სასწავლო დაწესებულებაში 4-13 ასაკობრივი კატეგორიის 560 მოსწავლე სწავლობს. რაც შეეხება სემესტრულ გადასახადს, 6,429 £ შეადგენს.

რადგან შარლოტას ძმაც ამავე სკოლაში სწავლობს, ოჯახი ფასდაკლებით ისარგებლებს და სემესტრული გადასახადი 6,429 გირვანქა სტერლინგის ნაცვლად, 6,305 გირვანქა სტერლინგი იქნება.

სამეფო წყვილს 3 შვილი ჰყავს. ყველაზე უმცროსს პრინც ლუის 23 აპრილს შეუსრულდა ერთი წელი. უფროსი, პრინცი ჯორჯი კი 6 წლისაა.

შეიძლება დაინტერესდეთ