Baby Bag

„არასდროს თქვათ შვილზე, რომ არ არის საკმარისად ლამაზი, საკმარისად ჭკვიანი...“

„თვითშეფასება და ნდობა“ - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს. 

მისი თქმით, როდესაც ვიღაც ჩვენს შვილზე იტყვის რა ლამაზია, ჩვენ კი თუნდაც ხუმრობით ვეუბნებით - უი, რას ამბობ, რას ჰგავს, სასაცილოა, საყვარელია, ამითი ვაკნინებთ ჩვენს შვილს. 

ბავშვები კი გაფაციცებულები უსმენენ მშობლების შეფასებას და ჩვენ მიერ ნათქვამი ფრაზა, სულაც არ არის საკმარისად ლამაზი, საკმარისად ჭკვიანი - ეს შეიძლება მთელი ცხოვრება ახსოვდეს და შემდეგ რამდენმა ადამიანმაც არ უნდა უმტკიცოს, ვერასდროს ვეღარ გააძლიეროს თვითრწმენა.