Baby Bag

„მისდიეთ სამ მთავარ რამეს...მხოლოდ ასე ცხოვრება ბადებს კეთილგანწყობას ადამიანთა შორის, იმედსა და ჰარმონიის შეგრძნებას“ - გია მურღულიას მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

„მისდიეთ სამ მთავარ რამეს...მხოლოდ ასე ცხოვრება ბადებს კეთილგანწყობას ადამიანთა შორის, იმედსა და ჰარმონიის შეგრძნებას“ - გია მურღულიას მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

ასე ულოცავს ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთვრებას სოციალურ ქსელში. 

„საქართველოს მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას.

თუ ისწავლეთ და გაიგეთ, რა გსურთ ცხოვრებაში, რას ისახავთ მიზნად და იცით, როგორ მიაღწიოთ ამ მიზნებს ისე, რომ სხვებს იგივეს გაკეთებაში ხელი არ შეუშალოთ, მაშინ ამ წლებს თქვენთვის ფუჭად არ ჩაუვლია.

ძველთა გონიერების არ იყოს, მისდიეთ სამ მთავარ რამეს: კეთილ ფიქრს, კეთილ სიტყვასა და კეთილ საქმეს - არაფერი უკეთესი კაცობრიობას არ გამოუგონია. მხოლოდ ასე ცხოვრება ბადებს კეთილგანწყობას ადამიანთა შორის, იმედსა და ჰარმონიის შეგრძნებას.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადამიანი ტანჯვისთვის კი არა (როგორც ხანდახან ამბობენ), ბედნიერებისთვის არის გაჩენილი.

თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ბედნიერნი და იბრძოლოთ ამისთვის, თუმცა ამ ბრძოლის მეგზური მხოლოდ სიყვარული და სიმართლე შეიძლება იყოს.

მე მუდამ მახსოვს ჩემი მოსწავლეების ღიმილი, ფიქრი და განწყობა. ეს შეუდარებელი შეგრძნებაა და მისგან "გათავისუფლება" არასდროს მომინდება. ახლაც თვალწინ მიდგანან ჩემი მოსწავლეები.

თუმცა მე მხოლოდ ერთი ვარ მრავალთაგან.

ყველაზე მნიშვნელოვანი „ერთი“ კი საქართველოა.

ის არის ყველა ჩვენგანის მთავარი მასწავლებელი.

მას მოუყევით ყველა იმ სიკეთის შესახებ, რასაც ცხოვრებაში ხალხისთვის გააკეთებთ.

ადამიანი ამისთვის სწავლობს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ყველაზე დასამახსოვრებელი წარწერები და ნახატები ბოლო ზარის მაისურზე - 10 ფოტო

ყველაზე დასამახსოვრებელი წარწერები და ნახატები ბოლო ზარის მაისურზე - 10 ფოტო

დღეს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ზარი, რომელიც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია და რომელიც ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გულისხმობს.

თეთრი მაისურები, წინსაფრები, მარკერები, ბევრი, ბევრი სახალისო წარწერა თუ ნახატი და სევდანარევი სიხარული - ეს ამ დღის განუყოფელი ნაწილია.

გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელ წარწერებსა და ნახატებს ბოლო ზარის მაისურზე:

წაიკითხეთ სრულად