სტაფილო შეიცავს A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს (კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმენა A ვიტამინად). იმისათვის, რომ კაროტინი ორგანიზმმა შეიწოვოს ის ცხიმთან ერთად უნდა მივიღოთ. მაგალითად, მოვასხათ მას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.
ასევე, აუცილებელია სტაფილოს გამოვაცალოთ ე.წ გული, რადგან სწორედ აქ გროვდება ნიტრატები. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს.
აგრეთვე სასურველია, სტაფილო გამდინარე წყალში გავაჩეროთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ეს ხელს შეუწყობს მისგან ნიტრატების გამოდევნას.
„მოხარშეთ კუბებად დაჭრილი 100-100 გრამი სტაფილო და ისპანახი. არ დაივიწყოთ, რომ ის უნდა ხარშოთ სულ 5-7 წთ. ქვაბიდან ამოღების შემდეგ ისპანახს გადაავლეთ ცივი წყალი. ბოსტნეულს დაუმატეთ მოხარშული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხორცი. აქციეთ ერთგვაროვან მასად ბლენდერით და დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღებთ გემრიელ და სასარგებლო ხორციან სადილს თქვენი პატარასათვის,“ - წერს პედიატრი.