სტაფილო შეიცავს A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს (კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმენა A ვიტამინად). იმისათვის, რომ კაროტინი ორგანიზმმა შეიწოვოს ის ცხიმთან ერთად უნდა მივიღოთ. მაგალითად, მოვასხათ მას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.
ასევე, აუცილებელია სტაფილოს გამოვაცალოთ ე.წ გული, რადგან სწორედ აქ გროვდება ნიტრატები. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს.
აგრეთვე სასურველია, სტაფილო გამდინარე წყალში გავაჩეროთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ეს ხელს შეუწყობს მისგან ნიტრატების გამოდევნას.
სატაცური - ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით სავსე ბოსტნეული
სატაცური А, В1, В2, В9, РР, С, Е, ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინასა და თუთიას შეიცავს. სატაცური ასევე შეიცავს ასპარაგინს, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
სატაცურისგან სხვადასხვა სახის კერძის მომზადება შეიძლება.
ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ კარაქი/ზეთი, მოვშუშოთ და მოვათავსოთ სატაცურიან წვენში. ვადუღოთ; როცა სატაცური მოიხარშება დავამატოთ დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ წვენში გახსნილი სამი კარგად გათქვეფილი კვერცხი, თან სულ ვურიოთ, რომ არ აიჭრას.
იხილეთ ასევე სატაცურის წვნიანის მომზადების მეორე ვარიანტი