Baby Bag

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს. სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის მერის დაპირება ქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობის შესახებ სრულდება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ისნის რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი ბაღების მშენებლობა. დღეს ჩვენ ასევე წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, 3000-მდე ბავშვს მივიღებთ დამატებით და ამ ბაღების გახსნის შედეგად, 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება. 

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის კერძო საბავშვო ბაღები და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ

თბილისის კერძო საბავშვო ბაღები და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ
თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან მუნიციპალური​ საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა გაგრძელდება. 

​აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდება კერძო საბავშვო ბაღებზე, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედ საბავშვო ბაღებზე და ისინი ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 

​უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვების მიდგომის გათვალისწინებით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებს.

წაიკითხეთ სრულად