Baby Bag

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს. სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის მერის დაპირება ქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობის შესახებ სრულდება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ისნის რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი ბაღების მშენებლობა. დღეს ჩვენ ასევე წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, 3000-მდე ბავშვს მივიღებთ დამატებით და ამ ბაღების გახსნის შედეგად, 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება. 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მშობლებს მიმართავს

თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მშობლებს მიმართავს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მშობლებს მიმართავს. გთავაზობთ მათ განცხადებას:

​„ძვირფასო მშობლებო, თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში, 22 ივნისიდან მიმართეთ კონკრეტულ სააღმზრდელო დაწესებულებას და დატოვეთ განაცხადი ბავშვის სარეზერვო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით.

თუ ოჯახს აქვს კონკრეტული სოციალური სტატუსი, უნდა წარადგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი.

ადგილობრივი მცხოვრებლების შემთხვევაში, ოჯახმა სარეზერვო განცხადებას თან უნდა დაურთოს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი.

გაითვალისწინეთ, რომ სარეზერვო სიაში, ისევე როგორც პირველი ეტაპის რეგისტრაციისას, განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტული კატეგორიები.

სააღმზრდელო დაწესებულებაში მისვლისას, სავალდებულოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეკომენდაციების დაცვა,“ - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად