„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რა აქვთ საერთო ამ მასწავლებლებს საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კენიიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან?
„რა აქვთ საერთო ამ მასწავლებლებს საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კენიიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან? მათ ღირებულებები აერთიანებთ, გამოსდით მოსწავლეების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ათმა ფინალისტმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა და სათქმელი უკვე თქვა. ლადო კი დღევანდელი შედეგის მიუხედავად გამარჯვებულია. მან გააცნო ჩიბათი საქართველოს და საქართველო - მსოფლიოს. გააკეთა ის, რაც აქამდე არავის მოუხერხებია, ყველა აალაპარაკა მასწავლებლის პროფესიაზე. მიზანი მიღწეულია. ლადოს მადლობა ამ საოცარი ერთიანობისთვის, ამაღლებული განწყობისთვის, რასაც ამ დღეებში გარშემო ვუყურებ. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს საკეთებელი პროფესიის პოპულარიზაციისთვის!“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა ფეისბუქგვერდზე დაწერა.