„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კროსვორდების შევსება - აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების კონცენტრაციის უნარის განვითარებას
კროსვორდების შევსება ერთ-ერთია იმ აქტივობათაგან, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. ამ აქტივობის გამოყენება მნიშვნელოვნად აადვილიებს ინფორმაციის დახარისხებისა და კლასიფიცირების, ხოლო დაწყებით საფეხურზე კი კითხვისა და წერის უნარების გამომუშავებას.
იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვიდეო კროსვორდების შევსება, რომელიც წარმოადგენს დამხმარე მეთოდურ მასალას მასწავლებლებისთვის.