ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
გინდათ თქვენს მოსწავლეებს განახლებული წესებით ასწავლოთ წერა თემატური სწავლებისას? - მაშინ შეუერდით მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ვებინარს - “How to develop a Thematic Unit – Important Tips to Teaching Writing”
ვებინარის მიზანია დაეხმაროს მასწავლებლებს გაიაზრონ წერის უნარ-ჩვევის სწავლების პორცესი თემატური სწავლებისას.
ვებინარებში მონაწილეობა შეეძლება ინგლისურის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. ვებინარში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა.
ვებინარი ინგლისურის მასწავლებლებისთვის ჩატარდება 2018 წლის 19 დეკემბერს 15:00-15:50 საათზე.