ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მალე დასრულდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში (N5, N10, N13, N17, N30, N 32, N33 და N 36 ) მიმდინარეობს.
2018-19 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. შედეგად, სასწავლო გარემო 15,200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.