პანდემიის პირობებში მუდამ სახლში, უმოძრაოდ ყოფნა წონაში მომატების საფრთხეს გვიქმნის, როგორ ჩავდგეთ/შევინარჩუნოთ სხეულის კარგი ფორმები? - აღნიშნულის შესახებ MomsEdu.ge პირად მწვრთნელს, გიორგი ვასაძეს ესაუბრა.
- ყველაზე აქტუალური კითხვით რომ დავიწყოთ - კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების/ფორმაში ჩადგომის გზებზე რომ გვესაუბროთ...
- არსებობს ონლაინ სავარჯიშო და კვების პროგრამები, რომლებიც ინდივიდზეა მორგებული. ეს იქნება წონაში კლება, კუნთოვანი მასის გაზრდა, თუ უბრალოდ ფორმაში ყოფნა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია პერსონალურ ტრენერთან და სახლის პირობებში მიიღოს როგორც კვების, ასევე ვარჯიშის პროგრამა. ეს სისტემა უკვე დიდი ხანია დანერგილია და მუშაობს. შესაბამისად, კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების ან ფორმაში ჩადგომის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
- რა არის ყველაზე მარტივი გზა წონაში კლებისთვის?
- სანამ ამ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, საზოგადოებას პირველ რიგში ვურჩევ, რომ თვითნებურად დაწყებული ვარჯიში არასწორია, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. არასწორი ვარჯიშით იზრდება ტრავმის მიღების ალბათობა, შესაძლებელია დავიზიანოთ მყესი, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი სხეულის ნაცვლად მივიღოთ დაზიანებული სხეული. თუ გსურთ ვარჯიშის დაწყება, წონაში მარტივად კლება, კარგი იქნება პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიში სამი თვე მაინც.სწორედ პროფესიონალი უნდა აკვირდებოდეს ვარჯიშს - ასე ბევრად მარტივია იმ შედეგის მიღება, რაც გსურთ.
- ფიზიკურ დატვირთვაზე რომ ვისაუბროთ, დღის განმავლობაში რამდენსაათიანი ფიზიკური დატვირთვაა მიზანშეწონილი?
- არსებობს ფიტნეს ნორმა, რამდენი ხანი უნდა ივარჯიშოს ადამიანმა. ეს არის ერთი საათიდან საათნახევრამდე. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სახლში, თვითნებურად ვარჯიშობენ, მინდა ვურჩიო, რომ არასწორია გაღვიძებისთანავე ვარჯიში, სასურველია ჯერ კვება და ამის შემდეგ, დაახლოებით 2 საათში ვარჯიშის დაწყება.
- ჩქარი სიარული თუ სირბილი, თქვენ რომელს ურჩევდით?
- როგორც წესი, სირბილს რეკომენდაციას არ ვუწევ, რადგან შესაძლებელია, მუხლების დაზიანება გამოიწვიოს, რამაც წლების შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი. მე გირჩევთ ჩქარი ნაბიჯით სიარულს, შესაძლებელია აღმართზე. ამ შემთხვევაში ფილტვები მოითხოვს მეტ ჟანგბადს, შესაბამისად, გულის აჩქარების ხარჯზე ვიღებთ კალორიების წვას. აუცილებელია გაღვიძებიდან 2 საათში, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გულს სერიოზული ზიანი მივაყენოთ.
- რას ფიქრობთ მკაცრ დიეტებზე, საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის?
- როგორც თვითნებურად დაწყებული ვარჯიში შესაძლოა, გახდეს საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე დიეტაც. ყველაზე სწორი გზა არის, მივეჩვიოთ ჯანსაღად კვებას, რაც 3 საათში ერთხელ სასარგებლო პროდუქტების მიღებას გულისხმობს. მაგალითად, ქათმის გულ-მკერდის ნაწილი, კვერცხი, თევზი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი. რაც შეეხება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექტს: ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, მარწყვი, ბოსტნეული. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენს ორგანიზმს დაეხმარება, ჯანსაღად გამოიყურებოდეს. არსებობს გამონათქვამი, როგორც იკვებები, ისე გამოიყურები. ეს არის უმთავრესი პრინციპი, თუ ასე მოქცევას დავიწყებთ, შედეგს იმაზე მალე დავინახავთ, ვიდრე ველოდებით.
- 18 საათიანი ან დუკანის დიეტა - რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?
- ყველა დიეტას თავისი მიდგომა აქვს და სპეციალისტი ჰყავს. ყველას ერთს ვურჩევ, როგორი კვების რაციონიც არ უნდა იყოს, გაიაროსნ რეკომენდაცია სპეციალისტთან, დიეტა თვითნებურად არ დაიწყონ. რაც შეეხება 18 საათიან დიეტას, არ ვემხრობი. 6 საათი კვებისთვის ცოტაა და 6-ის შემდეგ კვების აკრძალვა - არასწორი, რადგან ამ შემთხვევაში შიმშილისა და სტრესის ხარჯზე იღებ შედეგს. თუ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელები, უნდა ვიკვებოთ დღეში 5-ჯერ სამსაათიანი შუალედებით.
„თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს, არ მოტყუვდეთ“ - თმის მოვლის 10 რეკომენდაცია დერმატოლოგ ზაზა თელიასგან
თმის მოვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ლამაზი თმის ძიებაში ხშირად ადამიანები და განსაკუთრებით ქალები, აკეთებენ ისეთ რამეებს, რაც აზიანებს თმას. დაზიანებული თმა არის სუსტი/მყიფე და შესაბამისად, ხდება მტვრევადი. დამტვრეული თმა კი არაჯანმრთელად გამოიყურება.
თუ ადამიანი სისტემატურად გააგრძელებს თმის დაზიანებას, შესაძლოა, მიიღოს თმის სიხშირის შემცირება/თმის გათხელება ან გამელოტებული ადგილებიც კი.
10 ხშირი პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა, თმა დააზიანოს და თმის მოვლის მარტივი რჩევები:
არ არის რეკომენდებული შემდეგი:
1. თავის დაბანის დროს შამპუნის წასმა თმის მთელს სიგრძეზე
რეკომენებულია თითის ბალიშების საშუალებით შამპუნის მსუბუქი მასაჟი სკალპზე, შემდეგ მიეცით საშუალება შამპუნს, თავისით ჩამოირეცხოს თმის სიგრძეზე. არ შეზილოთ თმებზე ჩამობანვის დროს.
2. თმის კონდიციონერის არგამოყენება
გამოიყენეთ თმის კონდიციონერი შამპუნის ყოველი გამოყენების შემდეგ.
შეფუთეთ თმა პირსახოცში, რომ შეიწოვოს წყალი. აცალეთ თმას ჰაერზე გაშრობა.
4. თმის დავარცხნა სანამ ის სველია
სწორი თმა გაქვთ? - სანამ თმას ნაზად დაივარცხნით ფართოკბილებიანი სავარცხლით, აცალეთ ცოტა გაშრეს.
ტექსტურირებული ან ხვეული თმა გაქვთ? - ყოველთვის დაივარცხნეთ თმა ფართოკბილებიანი სავარცხლით, სანამ ტენიანია.
5. თმის საშრობის, ცხელი სავარცხლის ან თმის დასახვევი უთოს გამოყენება
აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე, როცა ეს შესაძლებელია. გამოიყენეთ თმის საშრობი რაც შეიძლება მინიმალურად ცხელი ტემპერატურის პარამეტრებით. შეზღუდეთ დრო, რომლის განმავლობაშიც ცხელი სავარცხელი ან დასახვევი თმის უთო შეხებაშია თმასთან. ეს საშუალებები გამოიყენეთ რაც შეიძლება იშვიათად - კვირაში ერთჯერ ან უფრო იშვიათადაც კი.
6. თმის სტილური პროდუქტების გამოყენება
აირჩიეთ ვარცხნილობა, რომელსაც არ სჭირდება თმის სტილური პროდუქტების გამოყენება.
7. თმის შეკვრა უკან მჭიდროდ
შეიკარით თმა უკან ისე, რომ არ იყოს მჭიდროდ შეკრული. გამოიყენეთ დაფარული თმის შესაკრავი და არა რეზინა.
8. „ნაწნავის“ ან თმის დამაგრძელებელის ტარება ხშირად, სისტემატურად
9. თმის შეღებვა, დახვევა
ეცადეთ, გაზარდოთ დრო თმის შეღებვებს შორის (8-დან 10 კვირამდე ან უფრო მეტი), განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მშრალი ამინდებია. მზეზე ყოფნის შემთხვევაში დაიცავით თმა - თმის კონდიციონერის გამოყენება, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოქმედებს (მასში უნდა შედიოდეს Zinc Oxide). ასევე გამოიყენეთ ქუდი მზეზე ყოფნისას.
10. თმის დავარცხნა ან გასწორება 100-ჯერ დღეში
დაივარცხნეთ ან გაისწორეთ თმა მხოლოდ ვარცხნილობის დროს. თმას არასდროს არ სჭირდება დღეში 100-ჯერ გასწორება - ეს მითია. გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი ნაზად. მოიშორეთ აბურდული/ჩახლართული თმები ნაზად, შეწყვიტეთ თმის მოქაჩვა ან მოგლეჯვა დავარცხნის დროს.
რეკომედაციები მოცურავეებისათვის:
გამოიყენეთ საცურაო ქუდი
გადაივლეთ თავზე წყალი ცურვის შემდეგ დაუყოვნებლივ
გადავლების შემდეგ დაიბანეთ თავი სპეციალური მოცურავეების შამპუნით (swimmers’ shampoo), შემდეგ გამოიყენეთ ღრმა თმის კონდიციონერი (deep conditioner)
P.S თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს - არ მოტყუვდეთ,“ - წერს ზაზა თელია.