Baby Bag

თუ პატარას ყაბზობა (შეკრულობა) აწუხებს, მოუმზადეთ ეს წასახემსებელი - ვიდეო

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად ახალი პროექტის - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მერვე ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს წასახემსებელი, რომელიც განსაკუთრებით ყაბზობის (შეკრულობის) მქონე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ეს კერძი კვებებს შორის, 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მაწონი
  • „პლასმონის“ ორცხობილა
  • ქლიავი ან „პლასმონის“ ქლიავის პიურე


მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხილი და გათლილი ქლიავი დააბლენდერეთ ან გამოიყენეთ 3-4 ჩაის კოვზი „პლასმონის“ ქლიავის ჯემი, დაამატეთ 50 გრ. მაწონი. შეურიეთ ერთმანეთს. ჭიქაში ჩაყარეთ „პლასმონის“ გრანულებად დაფხვნილი ორცხობილა, რომელიც არ შეიცავს გლუტენსა და კვერცხს, მოასხით მაწვნისა და ქლიავის პიურეს მიქსი. გაიმეორეთ აღნიშნული რამდენჯერმე და წასახემსებელი მზადაა. 

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 1-ლი ვიდეო - პომიდვრის სუპი🍅

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-2 ვიდეო - დესერტი 🍨

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-3 ვიდეო - ოსპის სუპი 🥣

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-4 ვიდეო - პასტა 🍝

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-5 ვიდეო - ისპანახი ქათმის ხორცით 🍵

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-6 ვიდეო - ბროკოლის პიურე🥦

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-7 ვიდეო - ყაბაყის პიურე 🥒

შემდეგი ვიდეოსახელმძღვანელოს ხილვა ისევ MomsEdu.ge-ზე შეგეძლებათ, პედიატრი და მასტერშეფი მორიგ ჯანსაღ და გემრიელ საკვებს ოთხშაბათს შემოგთავაზებენ. რამდენად კმაყოფილები დარჩებიან თქვენი პატარები, კომენტარებში გაგვიზიარეთ

ქლიავის მიცემა ბავშვისთვის 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ...
ქლიავის სასარგებლო თვისებებზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს ​სიტყვა-სიტყვით: „სხვადასხვა ფერის, განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთნაირად სასარგებლო, წვნიანი და გემრიელი. ი...

შეიძლება დაინტერესდეთ