,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ორი წლის ასაკში ბავშვი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, თუ ცნობს ასოებსა და ციფრებს, ეს არის ატიპური განვითარება,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა და ბავშვის განვითარების ტრაექტორიებზე ისაუბრა:
„მშობლებს ხშირად აქვთ კითხვები: რა არის ტიპური განვითარება? რა არის ატიპური განვითარება? რა არის განვითარების დაყოვნება? რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? მოკლედ რომ ვისაუბროთ, მაგალითს მოვიყვან. როდესაც სახლს ვაშენებთ, მისი აშენება გარკვეული თანმიმდევრობით ხდება. ვცდილობთ, რომ კარგად გავაკეთოთ ფუნდამენტი, იმიტომ, რომ ფუნდამენტის გარეშე სახლი დაინგრევა. შემდეგ ამოგვყავს სართულები. მშენებლობას აქვს თავისი წესი. ბავშვის განვითარებაც ასეთია. ჯერ იყრება ფუნდამენტი. ეს არის მისი შეგრძნებები და მოძრაობები. ის გარემოს ასე შეიმეცნებს.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ტიპური განვითარების დროს პროცესები თანმიმდევრულია:
„მხოლოდ ამ ფუნდამენტის შემდეგ ბავშვი სახელს არქმევს იმას, რასაც ხელი მოჰკიდა, რაც გააგორა, რაც ჩაკბიჩა. ელემენტარული პროცესები ყალიბდება და ამის მერე ყალიბდება ენობრივი პროცესები. ჩვეულებრივი ტიპური განვითარება ასეთი თანმიმდევრობით არის. მას მერე, რაც ბავშვი ენას ითვისებს, მას უკვე ესმის მითითებები, უყალიბდება ნებელობა, იწყებს ასოების და ციფრების გარჩევას. ასეთი თანმიმდევრობით ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური განვითარება.“
თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ზოგადი კანონზომიერების პროცესში გარკვეული შეფერხება განვითარების დაყოვნებაზე მიგვანიშნებს:
„შეიძლება ზოგადი კანონზომიერების პროცესში რაღაც აირიოს. ეს არევა შეიძლება იყოს განსხვავებული. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ფუნდამენტი კარგად ვერ ჩაიყაროს. ასეთი ტიპის განვითარების დროს ხდება რაღაც პროცესების დაყოვნება, ვერ ეტევა პროცესები დროში. თუ ბავშვმა დროზე არ გაიარა, ხელი არ მოჰკიდა დროზე და კარგად ვერ შეიმეცნა საგნები შეგრძნებებით, სახელის დარქმევაც გვიან იქნება. ამას ვუწოდებთ ჩვენ გარკვეული სფეროს განვითარების დაყოვნებას. არის ისეც, რომ ყველა სფეროში ხდება ასეთი დაყოვნება. ამას გლობალურ დაყოვნებას ვუწოდებთ.“
„არის განვითარების ფორმა, როდესაც რაღაც სართულები სწრაფად შენდება. ფუნდამენტი ჩაყრილია და უცბად მესამე სართული შენდება, პირველი-ორი არ არის. ეს მესამე სართული ცაშია გამოკიდებული და მალევე ჩამოინგრევა, ცხადია. ამას ჩვენ ვუწოდებთ ატიპურ განვითარებას. აღმოჩნდება, რომ ორი წლის ასაკში ბავშვი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, ცნობს ასოებს და ციფრებს, როდესაც არ უნდა ცნობდეს ამ ასაკში. ეს არ არის ტიპური განვითარება. აუტიზმის სპექტრის აშლილობების შემთხვევაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც რაღაც უნარები ძალიან სწრაფად განვითარდა და რაღაცები არ ვითარდება,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.