,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
როგორ დავიკლოთ ახალ წლამდე 2-3 კილო? - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციები
ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ წონაში კლებისთვის ფსიქოლოგიური განწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგჯერ არის, რომ ერთ ნაჭერ პურს შეჭამ და თუ ამ ერთ ნაჭერზე იფიქრებ, რომ გაგასუქებს, შეიძლება მართლა გაგასუქოს. ორგანიზმს წინასწარგანწყობები აქვს ხოლმე. ამ ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანსაღი კვების წესებს თუ კარგად დავიცავთ, შეიძლება 2-3 კილოს დაკლება მოესწროს.“
შოთა ჯანჯღავას თქმით, ითვლება, რომ ადამიანმა 4-5 კვირის განმავლობაში 2-2,5 კილო უნდა დაიკლოს:
„ითვლება, რომ 4-5 კვირის განმავლობაში 2-2,5 კილოგრამი უნდა დაიკლოს ორგანიზმმა, მაგრამ ცოტა ზედმეტ შეზღუდვებს თუ გავაკეთებთ, ცოტა მეტიც შეიძლება იყოს. როგორც წესი, მკვეთრი შეზღუდვები ახალი წლის წინა პერიოდში რეკომენდებული არ არის. ნოემბერში ან ოქტომბერში თუ გავაკეთებდით ამას, კი ბატონო, მაგრამ ამ პერიოდში არ გვინდა.“
„კარგი იქნება, თუ გვაქვს საშუალება, რომ მინიმალურად მაინც დავთვალოთ კალორაჟის რაოდენობა, მაგრამ განაწილების თვალსაზრისით, 1600 კალორიიდან, 40-50% რომ მოდიოდეს რთულ ნახშირწყლებზე, წიწიბურაზე, გერკულესზე კარგია. 30-40 % იყოს ცილა და 15-20 %-მდე ცხიმი. მცირე რაოდენობით ცხიმი აუცილებელია ორგანიზმისთვის. ამიტომაც კვებაში პაციენტებს არაჟანსაც ვუწერთ, ყველსაც. მჯდომარე სამსახური თუ გაქვთ, 1300-1400-მდე შეგვიძლია დავწიოთ კალორიების რაოდენობა. თუ მთელი დღე ვზივართ და არაფერს ვაკეთებთ, 1000 კალორიაც საკმარისია წონის დასაკლებად. თუ ფიზიკურად გვიწევს მუშაობა 2500—3000 კალორია უნდა იყოს, რომ დავიკლოთ წონაში,“ - აღნიშნულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.