,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„სიტყვა „დამორჩილება“ საერთოდ არ გამოიყენოთ აღზრდაში, დამორჩილებული არ აღიზრდება," - აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია შვილებთან ურთიერთობისას სიტყვები სიფრთხილით გამოიყენოს:
„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა დედიკო, გაუფრთხილდი საკუთარ სიტყვას, საკუთარ მოთხოვნებს. არ განერვიულდე ყველაფრის გამო, რასაც ბავშვი აკეთებს. ის ბავშვია. თუ შენ შენი ანგელოზი გიყურებს ზემოდან, იქნებ ისიც ნერვიულობს, ხანდახან ისეთ რაღაცას გააკეთებ, ისეთ რამეს ეტყვი ან ქმარს, ან დედამთილს, ან მეზობელს. შენიშვნების მოცემა რომ დაგიწყონ, რა გუნებაზე დადგებით?“
შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვები მარტო არ უნდა დავტოვოთ:
„ბავშვები მარტო არასდროს არ უნდა დავტოვოთ. როცა ერთი ბავშვია სამართავად ადვილია. დროც ეყოფა, რამდენიც უნდა იცელქოს, დაეცლება თავისი მოთხოვნები და ჩაწყნარდება. როდესაც ორია, ერთმანეთს აგიჟებენ. თუ სამია, მთელი ომი იმართება. ოთხი და ხუთი კი სულ სხვა რაღაცაა... თუ სამი ბავშვია, მე იქ მეოთხე უნდა ვიყო. იმიტომ კი არა, რომ მათი ურთიერთობა ვაწესრიგო. ეს არის კითხვა, ერთობლივი თამაში, ჩურჩული.“
„სიტყვა „დამორჩილება“ საერთოდ არ გამოიყენოთ აღზრდაში. ბავშვი არ უნდა დაიმორჩილო. დამორჩილებული არ აღიზრდება. თქვენს ცხოვრებასთან შემოერთებული ბავშვი, რა თქმა უნდა, აღიზრდება. როდესაც სულიერი ერთობა დარღვეულია, მაშინ ხდება პრობლემა „როგორ დავიმორჩილო ბავშვი?“ მაშინ როგორც ცხენი უნდა დაიმორჩილო, ლაგამი ამოსდო, ქამარი დაანახვო და დამორჩილებული გეყოლება ბავშვი რაღაც ასაკამდე. მერე მაინც გაგექცევა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.