Baby Bag

„ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან არის, ოჯახი დევნილია....სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!“

„ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან არის, ოჯახი დევნილია....სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!“

აქციის დროს დაშავებული პოლიციელის მეუღლე „რუსთავი 2"-ის ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„მივმართავ #ნიკა გვარამიას! #nika gvaramia ჩემი მეუღლე დიახაც, რომ აფხაზეთიდან არის. ოჯახი დევნილია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ხელმეორედ დაიწყო.

გია უწესიერესი ადამიანია, ის 2005 წლიდან ქვეყნის სამსახურშია. იბრძოდა სამაჩაბლოში და ყველგან, სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა. ის გულანთებული პატრიოტია.

აქციის დროს თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა. გაუკეთდა ოპერაცია. დღეს, მინისტრის ბრძანებით, გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ და დაიცვათ ჩვენი უფლებები, ურცხვად გვდებთ ბრალს, რომ გია ანტალიაში წავიდა დასასვენებლად

სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!

სირცხვილი ნიკა გვარამია!!!

ახლა კი ვდებ ბილეთებს, იმის დასტურად, რომ გია ნამდვილად სტამბოლში მიემგავრება.
ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი არ დავცემულვიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს შეძელით!!!“

შეგახსენებთ, რომ „რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შსს-მ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და­სას­ვე­ლებ­ლად ან­ტა­ლი­ა­ში გა­უშ­ვა. რე­ა­ლუ­რად ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი გია ჯა­ლა­ღა­ნი­აა, რომელიც 20 ივ­ნი­სის ღა­მეს და­შავ­და და სტამ­ბოლ­ში სამკურნალოდ წავიდა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს...“

„ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს...“

​„მსხვერპლი ყოველთვის უდანაშაულოა!

მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს... 

ნება ჩვენზეა...
თქვენ, ვინც არგუმენტებს ასახელებთ და ძალადობას ამართლებთ, თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, ისინი გევედრებიან, რომ შეწყვიტოთ ზიზღი!
„არ დავეძებ თვალს, მამა დავით, ოღონდ რაღაც შეიცვალოს“ - ეს თქვენი შვილების პასუხიცაა!
შვილები, რომლებსაც მტრობისა და ქიშპის მეტი არაფერი ვაყურებინეთ!
სპეცრაზელები ჩვენს გვერდითაც ყოფილან, სოციალური ქსელი რომ გაუხდიათ ამბიონად და ხმალამოღებულები „ქადაგებენ“, თითქოს მათმა ცხოვრების წესმა და აზროვნებამ ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანა!
ამ თემაზე აღარაფერს ვიტყვი, მე დავასრულე...
ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს...
თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, სანამ ჯერ კიდევ სიყვარულია მათში, სანამ სიძულვილით თვალებს დავთხრით და დავიმსგავსებთ...“

აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში 20 ივნისს დაზარალებული ​მაკო გომურის მოძღვარმა, მამა დავით ოქრუაშვილმა გამოაქვეყნა. 18 წლის ​მაკო გომურმა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას თვალი დაკარგა.

წაიკითხეთ სრულად