ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
„გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გრიპის ვირუსი და მათ შორის კორონა ვირუსიც ნელ-ნელა გადაივლის'' - თემურ მიქელაძე
პედიატრი თემურ მიქელაძე კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„შევეცდები არ გადაგღალოთ!!!
კორონა ვირუსის (COVID19) გავრცელების, გამოჯანმრთელების და სიკვდილიანობის სტატისტიკური მონაცემების შესახებ შეიძლება იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის(www.ncdc.ge) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგევრდზე (www.who.int).
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
არ აყვეთ პანიკას! ერთ პაციენტთან დადასტურებული და ისიც მსუბუქი შემთხვევა არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. 80%-ზე მეტ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ან საშუალო სიძმიმით. 15-წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება დაინფიცირების ერთეული შემთხვევები.
დაიცავით ჰიგიენური ნორმები და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ისეთივე როგორც გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში.
დროებით თავი შეიკავეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცეებისა და გასართობი ცენტრებისგან, რადგანაც ჯერ კიდევ ცირკულირებს გრიპის ვირუსიც.
პანიკის საფუძველი არ არსებობს. არ არის აუცილებელი საკვები პროდუქტების, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების მარაგი, რომელიც შეიძლება იყოს კვებითი ინტოქსიკაციის და ნაწლავური ინფექციების წყარო.
სოლიდარობა ექიმებს, განსაკუთრებით ინფექციონისტებს და საზღვრის დაცვის თანამშრომლებს! „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა," - აღნიშნავს თემურ მიქელაძე.