Baby Bag

„რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის... არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ იცხოვრე იმის მიხედვით, რაც კარგი და სასარგებლო გისწავლია“

„რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის... არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ იცხოვრე იმის მიხედვით, რაც კარგი და სასარგებლო გისწავლია“

ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის:

ცხოვრების სკოლაში ყველაზე სამართლიან და ობიექტურ ნიშანს ადამიანი საკუთარ თავს უწერს - სხვებისთვის შერჩეული ნიღბით სარკეს ვერ მოატყუებ.

შემდეგ ღმერთთან მიდის ამ ნიშნით და მხოლოდ ის წყვეტს, შემდეგ კლასში გადაიყვანოს თუ არა. კლასი სულ ორია. პირველი მთავრდება, მეორეს ვერასდროს დაასრულებ.

ყველა თვითონ არის საკუთარი თავის განაჩენი.

არ უნდა იცხოვრო ისე, რომ მთავარ ზღურბლთან მცირე საგზალი არ მიგყვებოდეს და მხოლოდ უმიზეზო გულმოწყალების იმედი გქონდეს.

არ გაიხადო არსებით საფიქრალად კითხვა: „როგორ ვცხოვრობ?“

ამაზე იფიქრე: „რისთვის ვცხოვრობ?“

მხოლოდ ფიქრიც არ შველის საქმეს, თუ კიდევ ორი რამ არ ახლავს: თქვი და აღასრულე.

და ბოლოს:

არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ იცხოვრე იმის მიხედვით, რაც კარგი და სასარგებლო გისწავლია.

ყველა ეს ფრაზა თუ შეგონება ისეთივე ძველია, როგორიც ვარსკვლავი ცაზე. უბრალოდ, განგებამ ახლა შენ და მე შეგვარჩია გამგონედ და წარმომთქმელად.

ეს სიტყვები ჩვენს სულებსაც გაივლიან და გააგრძელებენ თავიანთ მარადიულ მოგზაურობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

​„სწავლა დაიწყო და მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ მშობლებს: ნუ დაუმახინჯებთ შვილებს გონებას ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა: კლასში პირველი უნდა იყო“

​„სწავლა დაიწყო და მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ მშობლებს: ნუ დაუმახინჯებთ შვილებს გონებას ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა: კლასში პირველი უნდა იყო“

„სწავლა დაიწყო და მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ მშობლებს:

ნუ დაუმახინჯებთ შვილებს გონებას ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა:
კლასში პირველი უნდა იყო,
თავი არავის დააჩგაგვრინო,
მგელი უნდა იყო,
არავინ გაჯობოს,
არ იტირო, გოგო ხო არ ხარ,
კლასში ყველაზე ლამაზი შენ ხარ
და, მსგავსი სიმსივნეებით. სხვა თაობაა. ამ თაობას აქვს შანსი. ჩვენ ეს შანსი წაგვართვეს, ნაწილობრივ მაინც.
შეეშვით, აცადეთ.“

ამის შესახებ ტელეწამყვანი და ბლოგერი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს.

წაიკითხეთ სრულად