Baby Bag

,,როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, - ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? - შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს''

,,როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, - ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? - შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს''
,,სეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილებს ჭეშმარიტად გეტყვით კაირამეს: ადრიდან მორთეთ ბრჭყვიალა ნივთებით სახლი და ფერადი ყვავილები უხვად გქონდეთ ფანჯრის რაფებზე, ყველა სხვა ფერი ნაცრისფერ ცაზე უპირველესად რომ დაინახონ თქვენმა მშვენიერმა თვალებმა. ხოდა ბევრნაირი ჩაი და მურაბები მოიმარაგეთ სარიტუალოდ და საბანივით პალტო ამჯობინეთ ლამაზ პალტოებს გარეთ გასასვლელად. აიისეთი, თქვენი სითბო რომ თქვენვე მოგხმარდეთ მის ქვეშ და მაქსიმალური ავტონომიით დატკბეთ გარესამყაროსგან. არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე სიცივეში და სისველეში სეირნობა თბილი პალტოთი. ვისაც არა აქვს თბილი რამეები, მათთვის ჩავაბაროთ ჩვენი ზედმეტი პალტოები და ჯემპრები, რომ გათბეს სხვაც ყველა. უფრო მეტად ცხიმიანი საკვები ეხმარება ენდორფინების აჟრიამულებას ამ ამინდებში, ვიდრე ჩვეულებრივ მოვიხმართ და ვისაც სეზონური დეპრესია არ გემუქრებათ, თქვენთვის გლინტვეინის, ბუხრის (რადიატორის გინაც) და სიყვარულის სეზონის დადგომა მომილოცავს, მოგეცეთ ლხენა, რა გენაღვლებათ. ხოდა კიდევ, იუთუბზე ჩართეთ 15 წუთიანი ვარჯიშების გაკვეთილი, სასარგებლოა დიდად და მანდაც გასწავლით თავის დაზოგვას, - გადახვევით 5 წუთში ვამთავრებ მე და მთელი კვირა მყოფნის კმაყოფილებისთვის. თქვენი დოზა თავად განსაზღვრეთ. როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, - ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? - შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს.''

ავტორი: ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

12 გზა სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები

12 გზა სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სიმსივნის რისკის შესამცირებელ 12 საშუალებას ასახელებს.

სიმსივნის რისკის შესამცირებელი 12 გზა:

  • არ მოწიოთ თამბაქო
  • მოერიდეთ პასიურ მწეველობას
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
  • გქონდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
  • იკვებეთ სწორად
  • შეზღუდეთ ალკოჰოლოს მოხმარება
  • მოერიდეთ მზის სხივების გადაჭარბებულ ზემოქმედებას
  • დაიცავით შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესები
  • მიიღეთ ზომები რადიაციის მაღალი დონის შესამცირებლად
  • შეძლებისდაგვარად კვებეთ ბავშვი დედის რძით
  • იზრუნეთ ბავშვების ვაქცინაციაზე
  • ყოველ ექვს თვეში გაიარეთ სამედიცინო შემოწმება

​წყარო

წაიკითხეთ სრულად