უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ამ გამონაკლის შემთხვევაში შეგვიძლია ბავშვს 37,5 გრადუსზეც კი მივცეთ სიცხის დამწევი,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ის იშვიათი შემთხვევა დაასახელა, როდესაც ბავშვს 37,5 გრადუს ტემპერატურაზე სიცხის დამწევი უნდა მივცეთ:
„თუ ბავშვს არ სიამოვნებს ტემპერატურა უკვე 37,5 გრადუსი ან ანამნეზში აღენიშნება გულყრა, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია მას 37,5 გრადუსზეც კი მივცეთ სიცხის დამწევი. ეს გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც ასე უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, რომ მოვახდინოთ პრევენცია გულყრის.“
ინგა მამუჩიშვილის თქმით, ბავშვის ჩახურება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება:
„არავითარ შემთხვევაში ბავშვის ჩახურება არ შეიძლება. ჩვენ უნდა მივცეთ თერმორეგულაციის ცენტრს საშუალება იმოქმედოს ტემპერატურიდან გამომდინარე. მატყლის საბნები და პლედები არ არის საჭირო. მინახავს ბავშვი ამას ისვრის ფეხებით, იხდის. მაღალ ტემპერატურაზე, თუ ბავშვი გახურებულია, არავითარ შემთხვევაში მისი ჩახურება არ შეიძლება.“
„მაქსიმალურად უნდა გავაღოთ ფანჯრები, მაგრამ ორპირი არ უნდა შევქმნათ. ოთახში უნდა იყოს ნორმალური ტემპერატურა. ხშირ შემთხვევაში ხალხს ოთახში 28-30 გრადუსი აქვს ტემპერატურა.ეს კატეგორიულად დაუშვებელია. 20 გრადუსზე მეტი ტემპერატურა ოთახში არ უნდა იყოს, მაქსიმუმ 22 გრადუსი,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.