Baby Bag

რა იწვევს ქალში ენერგიის გამოლევას

რა იწვევს ქალში ენერგიის გამოლევას

​ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს, თუ რა იწვევს ქალებში ენერგიის გამოლევას. 

„ქალს ენერგია შეიძლება გამოულიოს მშობიარობებმა. მშობიარობა ბევრ ენერგიას მოითხოვს და შემდეგ ეს აუცილებლად უნდა შეივსოს. შემდეგი არის კომპლექსები. რაც მეტი კომპლექსი გვაქვს, რაც მეტად დათრგუნული ხარ, შიშები გაქვს, ეს ყველაფერი ადამიანს ენერგიას აცლის. ასევე ადამიანს ენერგიას აცლის სექსუალურობის დათრგუნვა.“

თუ რას ნიშნავს და რაზე მოქმედებს უარყოფითად სექსუალურობის დათრგუნვა, იხილეთ ვიდეოში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად