Baby Bag

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ნიშანს ერთი პრობლემა აქვს...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„ყველა ნიშანს ერთი პრობლემა აქვს...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„ეს კვირა ყველაზე რთულია ნოემბრის განმავლობაში, ამიტომ ყველას ვთხოვ მაქსიმალურ სიფრთხლეს, ყურადღებას. კონფლიქტების ალბათობა, მათ შორის, მეგობრებში, არის საკმაოდ მაღალი. ყველა ნიშანს ერთი პრობლემა აქვს - მოულოდნელი კონფლიქტების ალბათობა. საზოგადოება ეგზალტირებულია, ადვილად ენთებიან და ადვილად გადადიან აგრესიაში...“ - აღნიშნულის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს კვირის პროგნოზს სთავაზობს.

წაიკითხეთ სრულად