Baby Bag

რა სიმპტომები ვლინდება თრომბის განვითარებამდე? - ჰემატოლოგ ლევან მახალდიანის პასუხი

რა სიმპტომები ვლინდება თრომბის განვითარებამდე? - ჰემატოლოგ ლევან მახალდიანის პასუხი

ჰემატოლოგმა ლევან მახალდიანმა თრომბის ორი სახეობის შესახებ ისაუბრა და ის რისკ-ფაქტორები დაასახელა, რომელიც თითოეული მათგანის გაჩენას უწყობს ხელს:

„არსებობს ორი სახის თრომბი. ერთი არის, რომელიც ჩნდება არტერიაში. ამ შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მიოკარდიუმის ინფარქტი. ამას უფრო მარტივად ხვდება ადამიანი, იმიტომ, რომ გულ-მკერდის არეში ტკივილი იგრძნობა. ჰოსპიტალიზაციის პირობებში ვენურ სისტემაში ჩნდება თრომბი. არტერიული თრომბოზის შემთხვევაში ჰოსპიტალიზირება არ არის რისკ-ფაქტორი. ჰოსპიტალიზირებული პაციენტი არის იმობილიზებული, წევს საწოლში. როდესაც არ ხდება ქვემო კიდურების მუშაობა, სისხლს უჭირს მიდინება გულის მიმართულებით, დუნდება სისხლის მოძრაობა და იქმნება იდეალური პირობა, რომ გაჩნდეს თრომბი.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ფილტვში თრომბის გაჩენაზე. სწორედ ქვედა კიდური არის წყარო. ქვედა კიდურიდან მოწყვეტილი თრომბი მიემართება ფილტვის არტერიისკენ, სადაც ხდება თრომბირება. არტერიულ თრომბოზებში გვაქვს მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი. აქ უფრო რისკ-ფაქტორად განიხილება ათეროსკლეროზი. თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ქვემო კიდურში არტერიების თრომბირების,“- აღნიშნა ლევან მახალდიანმა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა იცოდეს მშობელმა ცრუ კრუპის დროს - ცრუ კრუპის 6 სიმპტომი

რა უნდა იცოდეს მშობელმა ცრუ კრუპის დროს - ცრუ კრუპის 6 სიმპტომი

ცრუ კრუპი ეს არის ზედა სასუნთქი გზების დაავადება, როდესაც გვხვდება ზედა სასუნთქი გზების - ხორხის, ტრაქეის და ბრონქების შეშუპება. შესაბამისად, ჰაერს უწევს უფრო ვიწრო გასასვლელში გავლა, რაც ბავშვის სასუნთქი გზებისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. კრუპი ექვს წლამდე ბავშვებში გვხვდება, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ერთი, ორი წლის ბავშვები. 

რა უნდა იცოდეს მშობელმა ცრუ კრუპის დროს, როგორ უნდა მოიქცეს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე - ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე პასუხი იხილეთ ვიდეოში. 

წაიკითხეთ სრულად