„ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული კორონავირუსის ვაქცინებიდან ჯერჯერობით მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი არაა დაშვებული.
„ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხმარებაშია, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.