მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის არის რეკომენდებული ვახშამი და რა მივირთვათ დღის ბოლოს? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
პირველ რიგში განვიხილოთ, თუ როდის არის რეკომენდებული ვახშამი? ოპტიმალური პერიოდი დღის ბოლო კვებისთვის არის დაახლოებით 19:00-20:00 სთ-მდე შუალედი. დავიმახსოვროთ, რომ დაძინებამდე მინიმუმ ორი-სამი საათით ადრე უნდა მივირთვათ ბოლო კვება, რომ არ გადაიტვირთოს კუჭ-ნაწლავის სისტემა. შედეგად მივიღებთ დისკომფორტს მუცლის არეში, რაც არასრულფასოვანი ძილის წინაპირობაა, ეს კი თავის მხრივ, ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარების, რადგან ირღვევა გამართული მეტაბოლიზმი.
ასევე დიდია მკითხველის ინტერესი, თუ რომელი საკვების მირთმევა არის რეკომენდებული ვახშმად? დავიმახსოვროთ, რომ ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი. ძირითადად უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულის სალათებს, რძის ნაწარმს, წვნიანებს. აქვე გამოვყოფ, რომ ხილის მირთმევა საღამოს არ არის რეკომენდებული (როგორც წინა რუბრიკებში აღვნიშნე), შებერილობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კვების რეჟიმში ხილს ეთმობა დღის პირველი ნახევარი. საღამოს ასევე თავი უნდა შევიკავოთ ცომეულის, ტკბილეულის მირთმევისგან, რადგან ორგანიზმში საღამოს საათებში მეტაბოლიზმი შედარებით ნელდება, ამიტომ მაღალკალორიული საკვების მირთმევა უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს წონაზე. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ვახშამი შეიძლება იყოს ბოსტნეულებისგან დამზადებული სალათი (ცხადია, მაიონეზის გარეშე), რძის ნაწარმი: ყველი, ხაჭო, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ბოსტნეულებისგან დამზადებული წვნიანი. შესაძლებელია წვნიანს ან სალათს დავამატოთ მოხარშული ხორცი, რომელიც ცილების შემცველობის ხარჯზე დაგვეხმარება ნაყროვანებაში. ვახშმის შემდგომ დაძინებამდე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ან ნებისმიერი ჩაი, წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დედა არის მთავარი მოქმედი პირი და ოჯახში ამის ხაზგასმა აუცილებელია,“ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე
ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ ქალებში მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და სტრესის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალბედა დედებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლობლების მხარდაჭერაა:
„დეპრესია არის ღრმა კლინიკური მდგომარეობა. ამ დროს არის ირაციონალური ფიქრები, რომ არ გადამივარდეს ფანჯრიდან ბავშვი, ჩემთან იყოს. დედას ორი უკიდურესობა აქვს, ან საერთოდ არ ეკარება ბავშვს, ან არავის არ აძლევს. მას ძილის რეჟიმი მთლიანად დარღვეული აქვს. ემოციური ფონის მომატების დროს არ ეძინება. დედას დარღვეული აქვს კვების რუტინაც. როდესაც მისი ემოციური მდგომარეობა და ქცევა უკონტროლოა, დიახ, ეს არის დეპრესია.“
ირმა კვაჭაძის თქმით, დედებში ხასიათის ცვლილებას ჰორმონალური დისბალანსი იწვევს:
„ხასიათის ცვლილება ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული. საგანგაშო მდგომარეობა არის პირველი ორი კვირის ფარგლებში. ბავშვის რიგითობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პირველი ბავშვია, თუ მესამე, დეპრესია მაინც შეიძლება განვითარდეს.“
„პირველი, რაც დედას სჭირდება, არის მხარდაჭერა, მისი პერსონის ხაზგასმა. როდესაც ოჯახში უფროსი თაობა ამბობს: „შენ რა იცი, ჩემი აზრი უნდა გაითვალისწინო,“ დედას უჩნდება განცდა, რომ მისი როლი დაკნინებულია. დედის როლის ხაზგასმა არის აუცილებელი. დედა არის მთავარი მოქმედი პირი და ამის ხაზგასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი მხარდაჭერისთვის. პრობლემაა, როდესაც დედას ყველა ეხმარება თავისი შეხედულებისამებრ. დედას უნდა გამოუყონ სივრცე, მისცენ ძილის საშუალება, დაეხმარონ სახლის საქმეების კეთებაში. ბავშვთან ისეთი შეხება უნდა ჰქონდეთ, როგორიც დედას უნდა. დედისთვის ბავშვთან შეხება ყველაზე საკრარული მომენტია,“ - აღნიშნულ საკითხზე ირმა კვაჭაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.