Baby Bag

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, აკადემიის ტანმოვარჯიშეებთან ერთად, გვაჩვენებს ზურგის კუნთის ვარჯიშებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

„პანდემიამდეც მოდიოდნენ აკადემიაში ბავშვები, რომლებსაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, ვატყობთ ხოლმე, რომ ზოგს პატარა გამრუდება აქვს,ზოგს ლორდოზი, კიფოზი. თუმცა პანდემიამ უფრო წინ წამოწია ეს პრობლემა და ბევრი ბავშვი მოდის, რომლებიც  მხრებში არიან მოხრილები, ან ზურგის კუნთები იმდენად სუსტი აქვთ, რომ ხერხემალს ვერ იჭერენ. ამისთვის აუცილებელია, ხერხემლის დამჭერი ზურგის კუნთების გამაგრება, ასევე ჩვევის გამომუშავება, რომ მხრებში გაიმართოს და რაც უფრო ხშირად გავუმეორებთ უკეთესია.“

ტანმოვარჯიშის რეკომენდაციით, თითოეული ვარჯიში, დილა-საღამოს, 10-10-ჯერ უნდა გავიმეოროთ.

„სპეციალურად ისეთი ვარჯიშები შეგირჩიეთ, რომლებიც სახლის პირობებში ყველას შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ მყარი ზედაპირი ან ხალიჩა საკმარისია.“

წყარო: ,,​პოსტ ალიონი"

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ადამიანი ხშირად მიმართავს შილაკის პროცედურებს, რა თქმა უნდა, ავტომატურად იზრდება რისკი,“ - დერმატოონკოლოგი თეონა შულაია

დერმატოონკოლოგი თეონა შულაია „იმედის დილაში“ შილაკის აპარატის ხშირი გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ულტრააისფერი სხივები სიმსივნის განვითარების რისკებს ნამდვილად ზრდის:

„ლედ ნათურების გამოყენება ჩვენთვის, დერმატოლოგებისთვის, არის ულტრააიისფერი სხივების დამატებითი დოზა. თუ ადამიანი ხშირად მიმართავს შილაკის პროცედურებს, რა თქმა უნდა, ავტომატურად იზრდება რისკი. ყველა დერმატოლოგი, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და ამერიკაში თანხმდება, რომ ამის გამო ჩვენ არ უნდა ავუკრძალოთ პაციენტებს პროცედურების ჩატარება. ეს არ უნდა გავაკეთოთ თუნდაც სიტყვიერად, მაგ. პაციენტს ვუთხრათ: „არ გაიკეთო შილაკი!“ ასეთი კატეგორიულები ვერ ვიქნებით.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენთან არ არის იმდენი წელი ეს მომსახურება, რომ მომხდარიყო მისი გვერდითი მოვლენების გამოვლენა უკვე და ამაზე აქცენტირება,“ - აღნიშნავს თეონა შულაია

წაიკითხეთ სრულად