რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
„ფილტვების დაზიანება ძირითადად 6-8 კვირის განმავლობაში უნდა ალაგდეს, ასეთია ექიმების მოლოდინი,“ - თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი
თერაპევტმა ლიზა გოდერძიშვილმა კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტების გარკვეულ ნაწილში გახანგრძლივებული ხველის პრობლემის არსებობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული:
„ხველა საკმაოდ გახანგრძლივებული სიმპტომია კოვიდის გადატანის შემდეგ. ის შეიძლება იყოს გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების დაზიანებითაც და ფილტვების დაზიანებითაც. ფილტვების დაზიანების ალაგებას ელოდებიან 6-8 კვირის განმავლობაში. ასეთია მოლოდინი ექიმების, რომ ის დაზიანება უნდა ალაგდეს 6-8 კვირის განმავლობაში.“
ლიზა გოდერძიშვილმა აღნიშნა, რომ ფილტვების ანთების ალაგებამდე ხველა, შესაძლოა, კვლავ დარჩეს, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი:
„სანამ ალაგდება, მას შეუძლია გამოიწვიოს ხველა. ხველა შეიძლება იყოს პროდუქტიულიც და არაპროდუქტიულიც. როდესაც ვწერთ პაციენტს და მას ფილტვის დაზიანების შესახებ ვაცნობებთ ხოლმე, ვეუბნებით, რომ ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს. ვეუბნებით: „მიიღეთ ამოსახველებელი საშუალება, თუ გექნებათ ნახველი, თუ არა, გარკვეული საშუალებები არსებობს, რომ ცოტათი დაითრგუნოს მშრალი ხველა.“
ლიზა გოდერძიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ფონური მდგომარეობა:
„ხველას იწვევს ზედა სასუნთქი გზების დაზიანებაც. აქ მნიშვნელობა აქვს ფონურ მდგომარეობას. მწეველებში, რომლებსაც ისედაც აქვთ ქრონიკული ფარინგიტი, ლარინგიტი, შეიძლება ეს უფრო გახანგრძლივდეს. კორონავირუსული ინფექცია საკმაოდ მნიშვნელოვნად აზიანებს ქსოვილებს მათი სტრუქტურული შეცვლის მიმართულებით. უმრავლეს შემთხვევაში ეს არის შექცევადი. ზოგჯერ შეიძლება იყოს გახანგრძლივებული, როგორც ზედა სასუნთქ გზებში, ისევე ფილტვებში.“
„პირველ რიგში, ექიმთან ერთად უნდა განვიხილოთ ფონი. შესაძლოა, ეს ხველა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეფლუქს სინდრომზე იყოს დამოკიდებული, მედიკამენტების ფონზე იყოს განვითარებული. უაპელაციოდ, პირდაპირ მედიკამენტის მიღება ხველის დასათრგუნად, არ მგონია იყოს გამართლებული,“ - ლიზა გოდერძიშვილმა აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.