Baby Bag

ანტიბიოტიკთან ერთად სოკოს საწინააღმდეგო წამლის მიღება არ არის რეკომენდებული - ზაზა თელია

ანტიბიოტიკთან ერთად სოკოს საწინააღმდეგო წამლის მიღება არ არის რეკომენდებული - ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკთან ერთად სოკოს საწინააღმდეგო წამლის მიღებაზე წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

- გამარჯობა, ექიმო
- გამარჯობა
- ექიმო ანტიბიოტიკი რომ დამინიშნეთ, სოკოს საწინააღმდეგო წამალი არ უნდა მივიღო? არ დაგინიშნავთ, ხომ არ დაგავიწყდათ?
- 🤦♂️ ანტიბიოტიკთან ერთად სოკოს საწინააღმდეგო წამლის მიღება არ არის რეკომენდებული.
თუ მსგავი რამ ვინმემ გირჩიათ, ან მსგავსი პრაქტიკა შეგხვედრიათ ცხოვრებაში, ეს ნიშნავს, რომ ის ექიმი მინიმუმ 20 წელია სარწმუნო სამედიცინო ლიტერატურას არ გაცნობია.
- გასაგებია, მაგრამ რატომ არის მსგავსი პრაქტიკა საქართველოში მაშინ?
- USSR (სსრკ) ჩქეფს ქართულ მედიცინაში!“ - წერს ზაზა თელია.

​შეიძლება თუ არა ვადაგასული მედიკამენტების გამოყენება?
​შეიძლება თუ არა ვადაგასული მედიკამენტების გამოყენება? რას ნიშნავს სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:„1979 წლიდან აშშ-...
​თაფლი აუმჯობესებს მწვავე ხველას ღამით
​თაფლი აუმჯობესებს მწვავე ხველას ღამით, - ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:„ერთი სავსე ჩაის კოვზი თაფლი, რომელიც შეიძლება მივცეთ ბავშვს ძილის წინ კოფეინის...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის,“- დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ დაზიანებული კანისა და ზედაპირული ჭრილობების დამუშავების წესებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანზე არცერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბრილიანტის მწვანეს გამოყენება:

„როდესაც კანი ზიანდება და ჭრილობა არ არის ღრმა, უნდა მოხდეს ჭრილობის გარეცხვა გამდინარე სუფთა წყლით. თუ ანტისეპტიკური საშუალება არ გვაქვს, შესაძლებელია ამ ადგილის ჩვეულებრივი საპნით დაბანაც. ამ გარეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დამუშავება. შესაძლებელია ეს ადგილი ბინტის გამოყენებით შევუხვიოთ ადამიანს, შესაძლებელია გამოვიყენოთ ბეტადინი, იგივე იოდი. იოდიც ანტისეპტიკური საშუალებაა. ადამიანს არ ექნება წვის შეგრძნება.

რა არ უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ხშირია ძალიან ბრილიანტის მწვანეს გამოყენება. ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის, მათ შორის არც ნაკბენის შემთხვევაში. ეს არის საბჭოთა მედიცინაში ცნობილი და პოპულარული საშუალება, რომელსაც იყენებდნენ. რატომ არ არის სწორი მისი გამოყენება? ის აშრობს კანს. მას აქვს გამოშრობის ეფექტი და ჩვენ პირიქით, დატენიანება გვჭირდება. ჭრილობის შემთხვევაში შეხორცების დასაჩქარებლად და ნაწიბურის პრევენციისთვის, პირიქით, უნდა დავატენიანოთ კანი. ერთ-ერთი უნივერსალური და საუკეთესო საშუალება არის თეთრი ვაზელინი. მისი გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ზედაპირული ჭრილობის დატენიანებისთვის. შეხორცების პროცესი რომ დაჩქარდეს, პირიქით, უნდა მოხდეს კანის დატენიანება. ბრილიანტის მწვანე პირიქით, ხელს უწყობს, რომ გამოაშროს კანი,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

წაიკითხეთ სრულად