Baby Bag

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ

საჯარო და კერძო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ლი მარტიდან გაანახლებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთ​ვის“)

შეიძლება დაინტერესდეთ

128-ე ბაგა ბაღში აღმზრდელმა ბავშვს სცემა

128-ე ბაგა ბაღში აღმზრდელმა ბავშვს სცემა

სავარაუდო ძალადობა ბავშვზე თბილისის 128-ე ბაგა-ბაღში - 3 წლამდე ბავშვის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს აღმზრდელი ფიზიკურად გაუსწორდა.

დედის თქმით, ბავშვს სახეზე დაზიანებები ჰქონდა.

ქალი ​ფორმულასთან ყვება, რომ მის არასრულწლოვან შვილს მასწავლებლები საჭმლის ჭამის მოთხოვნის გამო სცემეს.

,,ფიზიკური ძალადობა იყო - შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს, რომ არ გაარტყან'' - ამბობს ის.

ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი ყვება, რომ შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.

,,საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია, მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი". - თქვა ყავლაშვილმა ​ფორმულასთან. 

წყარო: ​ფორმულა 

წაიკითხეთ სრულად