Baby Bag

აპრილის Baby Bag კიდევ უფრო მრავალფეროვანია - რა დევს „ნამუ-ნამუ“ ჩანთაში?

აპრილის Baby Bag კიდევ უფრო მრავალფეროვანია - რა დევს „ნამუ-ნამუ“ ჩანთაში?

აპრილის Baby Bag მზადაა თქვენთან შესახვედრად. ამ თვის „ნამუ-ნამუ“ ჩანთა კიდევ უფრო დახუნძლულია ჩვილებისთვის საჭირო პროდუქტებით. აპრილის „ნამუ-ნამუ“ ჩანთას ქართული ბრენდი, ბაია და უმაღლესი ხარისხის სათამაშოების მაღაზია Pupazzo Toys / პუპაცო სათამაშოები შეემატა.

შეიძინეთ 105 ლარის ღირებულების პროდუქცია მხოლოდ 49 ლარად. ამასთან, მიიღეთ ფასდაკლების ვაუჩერები და პირველ შენაძენზე ჩვენი ჩანთა საჩუქრად.

🥇 აპრილის Baby Bag-ში დაგხვდება Plasmon Georgia:

🔸 ვაშლისა და მანგოს პაუჩი - 100 გ;

🔸 პაფი - მშრალი ხემსი, კარტოფილი და ოსპი - 15 გ;

🔸 პირველადი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი - 250 მლ;

🔸 რბილი ყველი და პარმეზანი - 160 გ;

🔸 ძროხის ხორცი - 160 გ;

🔸 -20% ფასდაკლება პსპ-ს სააფთიაქო ქსელში Plasmon Georgia-ს რძის ფორმულებზ

ბაია-ს პროდუქცია:

🔸 მოხალული სიმინდი და ბრინჯი ვაშლითა და ბანანით - 350 გ;

🔸შვრიის ორცხობილა - 210 გ;

🔸 5 მარცვლის ფაფა - 350 გ;

​​Baby Bag-ის გამომწერები AGU Baby • აგუ ბეიბი-ს 20%-იანი ექსკლუზიური ფასდაკლებით ისარგებლებთ

💯 კომპანია ინოვაციურ შვეიცარულ საბავშვო პროდუქციას გთავაზობთ.

მაღაზია Pupazzo Toys / პუპაცო სათამაშოები ბეგის პირველ 5 გამომწერს Hape-ს სათამაშოს გადასცემს საჩუქრად

პუპაცოს 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი კი აპრილის ყველა „ნამუ-ნამუ“ ჩანთაში დაგხვდებათ.

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.


შეიძლება დაინტერესდეთ

რა ნივთებს აღმოაჩენთ აგუ ბეიბის ასორტიმენტში?

რა ნივთებს აღმოაჩენთ აგუ ბეიბის ასორტიმენტში?

​ორსულობის პირველივე კვირებიდან მშობლები აქტიურად იწყებენ ისეთი პროდუქტების ძიებას, რომლებიც მათი პატარას ჯანმრთელობისა და უსაფრთხო განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის და აუცილებელი საყიდლების სიასაც წინასწარ ამზადებენ.

პრემიუმ ხარისხის შვეიცარიული ბრენდის აგუ ბეიბის ასორტიმენტი ახალბედა მშობლების MUST-HAVE პროდუქტების სიაში აუცილებლად მოხვდება.

„ინოვაციური, შვეიცარული საბავშვო პროდუქცია თანამედროვე მშობლებისთვის“ – ეს არის ბრენდის სლოგანი და მისი თითოეული პროდუქტი რეალურად იზიარებს ამ ხედვას. აგუ -ეს არის მეტი კომფორტი ბავშვისთვის, მშობლებისთვის კი უფრო მარტივი, გაუმჯობესებული, ახალი შესაძლებლობებით გამდიდრებული ყოველდღიური ცხოვრება.

რა ნივთებს აღმოაჩენთ აგუ ბეიბის ასორტიმენტში?

“MESH” ინჰალატორი (ნებულაიზერი)

ინჰალატორის შერჩევისას მშობლებისთვის ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, ნებულაიზერის ხმაური არ აშინებდეს პატარას. ამ მხრივ აგუ სრულ კომფორტს სთავაზობს პატარებს და მშობლებს MESH ტიპის ნებულაიზერის დახმარებით, რომელიც უხმაუროა და პროცედურის სწრაფად და მარტივად ჩატარების საშუალებას იძლევა. რაც მთავარია, არის მსუბუქი, კომპაქტური, პორტატული.

ნაზალური ასპირატორი

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პატარას თავისუფლად სუნთქვა შეეძლოს მაშინაც კი, როცა ავადაა. ბავშვებს არ შეუძლიათ ცხვირის დამოუკიდებლად გასუფთავება, ამიტომაც დახმარება სჭირდებათ. მექანიკური ასპირატორები ხშირად არ არის სანდო და ბავშვების პატარა ცხვირებისთვის ტრამვის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს. აგუს ნაზალური ასპირატორი სპეციალურად არის შექმნილი ჩვილებისთვის. კომპაქტურია და მსუბუქი, აქვს 12 საბავშვო მელოდია პროცედურის გახალისებისთვის, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ - თქვენი საიმედო დამხმარე იქნება თქვენთვის სახლში თუ გზად.

კანზე დასაკრავი სმარტ თერმომეტრი

ყოველთვის, როცა ეჭვი გვიჩნდება, რომ პატარას სიცხე აქვს, მნიშვნელოვანია, ტემპერატურის ზუსტად გაზომვის საშუალება გვქონდეს. პატარებს არ უყვართ წყნარად ჯდომა და არც სიცხის გაზომვის პროცესი მოსწონთ. ასეთ დროს ციფრული თერმომეტრები, რომლებიც ტემპერატურის სწრაფად და რაც მთავარია უსაფრთხოდ გაზომვის საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებით საიმედოა.

ინოვაციურ, კანზე დასაკრავ თერმომეტრს ბავშვის ავადობის დროს ტემპერატურის უწყვეტი, 24 საათიანი მონიტორინგისთვის გამოიყენებთ. მოწყობილობა ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება AGU-ს მობილურ აპლიკაციას, სადაც ყოველ 4 წამში ერთხელ განახლებულ მონაცემს ნახავთ, ტემპერატურის მაღალ ნიშნულამდე მიღწევის შემთხვევაში კი მიიღებთ სპეციალურ შეტყობინებას, რათა დროულად მოახდინოთ რეაგირება.

უკონტაქტო თერმომეტრი 3/1-ში

აგუ ბეიბის ციფრული უკონტაქტო თერმომეტრის დახმარებით, შეხების გარეშე, ზუსტად 1 წამში შეძლებთ სხეულის, გარემოსა და სითხის ტემპერატურის გაზომვას

ინფრაწითელი თერმომეტრი 2/1-ში

ინფრაწითელი თერმომეტრის საფეთქელთან ან ყურთან შეხებით 1-2 წამში გაზომავთ ტემპერატურას. არის სრულიად უსაფრთხო. ავტომატურად ინახავს უკანასკნელი 10 გაზომვის შედეგს.

სმარტ სასწორი სიმაღლის საზომით

ახალშობილის სათანადო ზრდასა და განვითარებაზე თვალყურის მიდევნება მშობელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. განსაკუთრებით საჭირო წონის ცვლილების კონტროლი ძუძუთი კვების დროსაა - საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ, რომ პატარა საკმარისად იკვებება.

სწორედ ამიტომ აგუ ბეიბი გვთავაზობთ სმარტ სასწორს სტადიომეტრით, რომელიც პატარას წონისა და სიმაღლის მუდმივი კონტროლის საშუალებას მისცემს მშობლებს.

პატარასთვის საკვების მომზადება მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. მომზადების პროცესი უამრავი აქსესუარის გამოყენებასა და დიდ დროს მოითხოვს. ჭურჭელი კი სამზარეულოში დიდ ადგილს იკავებს.

AGU Baby მრავალფუნქციურ მოწყობილობებს გთავაზობთ, რომლებიც პატარას საკვების მომზადების პროცესში აუცილებელ ყველა ფუნქციას აერთიანებს.

მულტიფუნქციური ელექტრო ჩაიდანი

აადუღებს და გაგრილების შემდეგ წყალს წინასწარ მითითებულ ტემპერატურას შეუნარჩუნებს ადაპტირებული ნარევის მოსამზადებლად. აქვს როგორც წყლის, ასევე, მზა საკვების სასურველ ტემპერატურამდე შეთბობის ფუნქცია. ჩაიდანში ორთქლზე მოამზადებთ ხორცსა თუ ბოსტნეულს. შესაძლებელია პატარას ბოთლების, სატყუარებისა და საწოვარების სტერილიზაცია. ტემპერატურის 24 საათიანი შენარჩუნების რეჟიმის დახმარებით, შეძლებთ, ჩაიდანშივე შეადედოთ მაწონი ან იოგურტი.

საკვების მოსამზადებელი მრავალფუნქციური პროცესორი 5/1-ში

აქვს დაბლენდერების, ორთქლზე მოხარშვის, სტერილიზაციის, შეთბობისა და ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენს პატარას საკვებს მარტივად, სწრაფად და ჯანსაღად მოუმზადებ.

​AGU Baby- ის ფასდაკლების ვაუჩერს ​Baby Bag-ში აღმოაჩენთ. 

R. 

წაიკითხეთ სრულად