Baby Bag

კომპანია „ბაია ფუდი“ 2023 წლიდან დამატებით ნატურალურ ხილის „სნექებს“ გამოუშვებს

კომპანია „ბაია ფუდი“ 2023 წლიდან დამატებით ნატურალურ ხილის „სნექებს“ გამოუშვებს

კომპანია „ბაია ფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს, ოჯახის ყველა წევრთათვის განკუთვნილი ჯანსაღი ფაფების სამი სახეობით გამოჩნდა. მას შემდეგ დაფქულ-გადამუშავებული და ნატურალური, მშრალი ხილით გამდიდრებული ფაფების მიმართულებით მომხმარებლის საყვარელ და სანდო ბრენდად იქცა.

წლების განმავლობაში, გარდა უხილო ფაფებისა, ნატურალური ადგილობრივი ხილის, ბურღულეული და მარცვლეული ფაფებიც დაემატა, ტექნოლოგია დაიხვეწა, თუმცა დევიზი - „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“ - არ შეცვლილა. სწორედ ამ დევიზს ეფუძნება კომპანიის ყველა ახალი წამოწყება თუ პროდუქტი, მათ შორის, ხილის ფაფებიც, რომელთა ხაზიც „ბაია ფუდმა“ 2019 წლიდან დაამატა და მალევე შავი ქლიავის, ალუბლის, ვაშლის, ბანანისა თუ გარგრის ფაფებს კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შესძინა.​

 

დაფქული წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის, ქერის, სიმინდის, ფეტვის ფაფები თავიდანვე ადრეულ ასაკში, როგორც დამატებითი კვების პროდუქტი, ხოლო ზრდასრულთათვის, როგორც ჯანსაღი კვების პროდუქტის ხაზით იყო ჩაფიქრებული. დღეის მდგომარეობით საწარმოს გაფართოებისა თუ ტექნოლოგიური პროცესების დახვეწის შემდეგ „ბაია ფუდის“ ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა, ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე, უჯრედისით მდიდარი ფაფები ნებისმიერი ასაკის მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი გახდა.

„ჩვენი პროდუქცია არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა თუ სტაბილიზატორებს. წიწიბურასა და ბრინჯის გარდა, ძირითადი ნედლეული - მარცვალ-ბურღულეული და ხილის ჩირები, რომლითაც ვამდიდრებთ ფაფებს, ქართული წარმოებისაა. მარცვალი, მთლიანობაში გარეკანთან ერთად ჩვენთან სპეციალური დანადგარებით, ე.წ. რბილი დაფქვის მეთოდით იფქვება. ამ დროს ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტში ჯანსაღი ნივთიერებების შესანარჩუნებლად, ამიტომაც პროდუქტი მდიდარია: უჯრედისით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. დაფქული მარცვლეული კი გაცილებით მალე იხარშება, ვიდრე მთლიანი მარცვალი, ამით კი 3 ჯერ შემცირებულია ფაფების მომზადების დრო. ეს ყველაფერი კი ჩვენი ბრენდის ხარისხის და პოპულარობის საფუძველია. ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დაარსების დღიდან ჩვენი მიმართულება და არჩევანია, რის გამოც ამ პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებელი სიამოვნებით მიირთმევს“, - განაცხადა „კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელმა, ზვიად გრძელიძემ.

სხვადასხვა სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტებისა თუ საერთაშორისო: იუსაიდისა და იბიარდის პროექტებთან ერთად - საკუთარი ინვესტირების შედეგად 50 კვ.მ. იჯარით აღებულ ფართში, ორი სახეობის პროდუქტით დაწყებული საქმე, დღეისათვის კომპანიის კუთვნილ საწარმოო ფართს, 25 სახეობის პროდუქტს და 18 დასაქმებულს ითვლის. რომელთა რიცხვის პერიოდულად ზრდა იგეგმება და ეტაპობრივად განხორციელდება.

მომავალი წლიდან „ბაია ფუდი“ ახალი ხაზის - ხილის „სნექების“ წარმოებასაც დაიწყებს. ადგილობრივი ხილითა და შოკოლადის გამოყენებით გამდიდრებული „სნექები“ დამზადდება უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიით, რომლებიც „ბაია ფუდმა“ ინოვაციების სააგენტოს მიერ დაწესებული გრანტისა და UNDP-ს პროექტის ფარგლებში შეიძინა.

თიბისის მხარდაჭერით უკვე დაწყებულია ხილის „სნექებისთვის“ განკუთვნილი საწარმოს გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა. თიბისისავე დახმარებით, 2023 წლის დასაწყისში „ბაია ფუდი“ დანადგარების მონტაჟს დაასრულებს და გაზაფხულიდან ხილის „სნექების“ პირველ რამდენიმე პროდუქტს გამოუშვებს.

კომპანია „ბაია-ფუდში“ ხუთი წელია, რაც დანერგილია უვნებელი სურსათის წარმოებისთვის „ჰასპის“ საერთაშორისო სტანდარტი. 2023 წელს განიხილება პროდუქციის გამრავალფეროვნება, ხილისა და ბურღულ-მარცვლეულის ფაფების გარდა, „მიუსლების“ დამატება და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა. ამ საკითხზე და ადგილობრივი ბაზრის გაფართოებაზე კომპანიის მენეჯმენტი მუხლჩაუხრელად შრომობს. „ბაია-ფუდში“ იმედოვნებენ, რომ გაიზრდება კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა, რეალიზაცია, რაც გამოიწვევს საწარმოო პროცესების გაფართოებას, დასაქმებულთა მატებას და კომპანიის ახალ ნიშნულზე გადასვლას.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ნივთებს აღმოაჩენთ აგუ ბეიბის ასორტიმენტში?

რა ნივთებს აღმოაჩენთ აგუ ბეიბის ასორტიმენტში?

​ორსულობის პირველივე კვირებიდან მშობლები აქტიურად იწყებენ ისეთი პროდუქტების ძიებას, რომლებიც მათი პატარას ჯანმრთელობისა და უსაფრთხო განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის და აუცილებელი საყიდლების სიასაც წინასწარ ამზადებენ.

პრემიუმ ხარისხის შვეიცარიული ბრენდის აგუ ბეიბის ასორტიმენტი ახალბედა მშობლების MUST-HAVE პროდუქტების სიაში აუცილებლად მოხვდება.

„ინოვაციური, შვეიცარული საბავშვო პროდუქცია თანამედროვე მშობლებისთვის“ – ეს არის ბრენდის სლოგანი და მისი თითოეული პროდუქტი რეალურად იზიარებს ამ ხედვას. აგუ -ეს არის მეტი კომფორტი ბავშვისთვის, მშობლებისთვის კი უფრო მარტივი, გაუმჯობესებული, ახალი შესაძლებლობებით გამდიდრებული ყოველდღიური ცხოვრება.

რა ნივთებს აღმოაჩენთ აგუ ბეიბის ასორტიმენტში?

“MESH” ინჰალატორი (ნებულაიზერი)

ინჰალატორის შერჩევისას მშობლებისთვის ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, ნებულაიზერის ხმაური არ აშინებდეს პატარას. ამ მხრივ აგუ სრულ კომფორტს სთავაზობს პატარებს და მშობლებს MESH ტიპის ნებულაიზერის დახმარებით, რომელიც უხმაუროა და პროცედურის სწრაფად და მარტივად ჩატარების საშუალებას იძლევა. რაც მთავარია, არის მსუბუქი, კომპაქტური, პორტატული.

ნაზალური ასპირატორი

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პატარას თავისუფლად სუნთქვა შეეძლოს მაშინაც კი, როცა ავადაა. ბავშვებს არ შეუძლიათ ცხვირის დამოუკიდებლად გასუფთავება, ამიტომაც დახმარება სჭირდებათ. მექანიკური ასპირატორები ხშირად არ არის სანდო და ბავშვების პატარა ცხვირებისთვის ტრამვის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს. აგუს ნაზალური ასპირატორი სპეციალურად არის შექმნილი ჩვილებისთვის. კომპაქტურია და მსუბუქი, აქვს 12 საბავშვო მელოდია პროცედურის გახალისებისთვის, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ - თქვენი საიმედო დამხმარე იქნება თქვენთვის სახლში თუ გზად.

კანზე დასაკრავი სმარტ თერმომეტრი

ყოველთვის, როცა ეჭვი გვიჩნდება, რომ პატარას სიცხე აქვს, მნიშვნელოვანია, ტემპერატურის ზუსტად გაზომვის საშუალება გვქონდეს. პატარებს არ უყვართ წყნარად ჯდომა და არც სიცხის გაზომვის პროცესი მოსწონთ. ასეთ დროს ციფრული თერმომეტრები, რომლებიც ტემპერატურის სწრაფად და რაც მთავარია უსაფრთხოდ გაზომვის საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებით საიმედოა.

ინოვაციურ, კანზე დასაკრავ თერმომეტრს ბავშვის ავადობის დროს ტემპერატურის უწყვეტი, 24 საათიანი მონიტორინგისთვის გამოიყენებთ. მოწყობილობა ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება AGU-ს მობილურ აპლიკაციას, სადაც ყოველ 4 წამში ერთხელ განახლებულ მონაცემს ნახავთ, ტემპერატურის მაღალ ნიშნულამდე მიღწევის შემთხვევაში კი მიიღებთ სპეციალურ შეტყობინებას, რათა დროულად მოახდინოთ რეაგირება.

უკონტაქტო თერმომეტრი 3/1-ში

აგუ ბეიბის ციფრული უკონტაქტო თერმომეტრის დახმარებით, შეხების გარეშე, ზუსტად 1 წამში შეძლებთ სხეულის, გარემოსა და სითხის ტემპერატურის გაზომვას

ინფრაწითელი თერმომეტრი 2/1-ში

ინფრაწითელი თერმომეტრის საფეთქელთან ან ყურთან შეხებით 1-2 წამში გაზომავთ ტემპერატურას. არის სრულიად უსაფრთხო. ავტომატურად ინახავს უკანასკნელი 10 გაზომვის შედეგს.

სმარტ სასწორი სიმაღლის საზომით

ახალშობილის სათანადო ზრდასა და განვითარებაზე თვალყურის მიდევნება მშობელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. განსაკუთრებით საჭირო წონის ცვლილების კონტროლი ძუძუთი კვების დროსაა - საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ, რომ პატარა საკმარისად იკვებება.

სწორედ ამიტომ აგუ ბეიბი გვთავაზობთ სმარტ სასწორს სტადიომეტრით, რომელიც პატარას წონისა და სიმაღლის მუდმივი კონტროლის საშუალებას მისცემს მშობლებს.

პატარასთვის საკვების მომზადება მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. მომზადების პროცესი უამრავი აქსესუარის გამოყენებასა და დიდ დროს მოითხოვს. ჭურჭელი კი სამზარეულოში დიდ ადგილს იკავებს.

AGU Baby მრავალფუნქციურ მოწყობილობებს გთავაზობთ, რომლებიც პატარას საკვების მომზადების პროცესში აუცილებელ ყველა ფუნქციას აერთიანებს.

მულტიფუნქციური ელექტრო ჩაიდანი

აადუღებს და გაგრილების შემდეგ წყალს წინასწარ მითითებულ ტემპერატურას შეუნარჩუნებს ადაპტირებული ნარევის მოსამზადებლად. აქვს როგორც წყლის, ასევე, მზა საკვების სასურველ ტემპერატურამდე შეთბობის ფუნქცია. ჩაიდანში ორთქლზე მოამზადებთ ხორცსა თუ ბოსტნეულს. შესაძლებელია პატარას ბოთლების, სატყუარებისა და საწოვარების სტერილიზაცია. ტემპერატურის 24 საათიანი შენარჩუნების რეჟიმის დახმარებით, შეძლებთ, ჩაიდანშივე შეადედოთ მაწონი ან იოგურტი.

საკვების მოსამზადებელი მრავალფუნქციური პროცესორი 5/1-ში

აქვს დაბლენდერების, ორთქლზე მოხარშვის, სტერილიზაციის, შეთბობისა და ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენს პატარას საკვებს მარტივად, სწრაფად და ჯანსაღად მოუმზადებ.

​AGU Baby- ის ფასდაკლების ვაუჩერს ​Baby Bag-ში აღმოაჩენთ. 

R. 

წაიკითხეთ სრულად