Baby Bag

როგორ მოვამზადოთ კაკაოს ნიღაბი სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ კაკაოს ნიღაბი სახლის პირობებში

​პედიატრი თამარ ობგაიძე ჯანმრთელი და ლამაზი კანისათვის კაკაოს ეფექტურ ნიღაბს გვთავაზობს. 

„კაკაო არამარტო გემრიელი და სასარგებლო სასმელია, არამედ თქვენი კანის სილამაზესაც წაადგება. აი, კაკაოს ეფექტური ნიღაბი ჯანმრთელი და ლამაზი კანისათვის.

შეურიეთ ერთმანეთს 1 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჩ.კოვზი თაფლი, 2 სუფრის სუფრის კოვზი არაჟანი, 2 სუფრის კოვზი დაფქვილი შვრია. ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 20 წთ-ს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დატკბით კარგად დატენიანებული, გლუვი, გამოკვებილი კანით,“ - წერს პედიატრი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში პანდემიამაც, ჩაკეტილმა ცხოვრებამ, როდესაც ბავშვები მზის სხივს ვერ ხედავდნენ, კიდევ უფრო გააღრმავა D ვიტამინის დეფიციტი. ნევროტულობა ბავშვებში ძალიან ხშირად შეიძლება D ვიტამინის დეფიციტის გამო განვითარდეს. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა D ვიტამინის შემცველობა სისხლში 5, ნორმა არის 30-მდე. ბავშვს ჰქონდა უძილობა, აღგზნებადობა, ნევროტულობის ყველანაირი გამოვლინება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, პერიოდულად ბავშვს ჰქონდა დეპრესიული მდგომარეობა, ჰქონდა განცალკევების სურვილი, ჩაკეტვა და ა.შ.“

„განსაკუთრებით ვლინდება ეს იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს. ეკრანდამოკიდებულ ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება. ეკრანდამოკიდებულ ბავშვებთან უფროსების დამოკიდებულება განსაკუთრებით რთულია. ისინი ჩაკეტილები არიან თავიანთ ვირტუალურ სივრცეში. აქ გვაქვს ჩვენ ემოციური სტრესი, ინფორმაციული სტრესი, ოქსიდაციური სტრესი, თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობით დაგროვება, რომელმაც შეიძლება სხვადასხვა დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა „TV პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

წაიკითხეთ სრულად