Baby Bag

„ავოკადოს დასამწიფებლად მაცივარში შენახვა არ შეიძლება“ - უმარტივესად მოსამზადებელი სადილი ავოკადოსა და ყაბაყისგან

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ საინტერესო ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს ავოკადოსა და ყაბაყის პიურე, რომელიც 6 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მწიფე ავოკადო (ნახევარი)
  • ყაბაყი (ნახევარი)

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ყაბაყი და მოხარშეთ 7 წუთის განმავლობაში. მოხარშული ყაბაყი და კანგაცლილი ავოკადო დააბლენდერეთ და დაამატეთ ზეითუნის ზეთი. კერძი მზადაა. 

☝️დაიმახსოვრეთ ავოკადოს დასამწიფებლად მაცივარში შენახვა არ შეიძლება. თუ ავოკადო მაგარია, ის ოთახის ტემპერატურაზე უნდა დაამწიფოთ🥑

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცე​პტები

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ვაჭამოთ პატარას? - გოგრა ქათმით პედიატრის რეცეპტით

რა ვაჭამოთ პატარას?  - გოგრა ქათმით პედიატრის რეცეპტით

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა გოგრა ქათმით, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

R.

წაიკითხეთ სრულად