Baby Bag

„ავოკადოს დასამწიფებლად მაცივარში შენახვა არ შეიძლება“ - უმარტივესად მოსამზადებელი სადილი ავოკადოსა და ყაბაყისგან

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ საინტერესო ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს ავოკადოსა და ყაბაყის პიურე, რომელიც 6 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მწიფე ავოკადო (ნახევარი)
  • ყაბაყი (ნახევარი)

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ყაბაყი და მოხარშეთ 7 წუთის განმავლობაში. მოხარშული ყაბაყი და კანგაცლილი ავოკადო დააბლენდერეთ და დაამატეთ ზეითუნის ზეთი. კერძი მზადაა. 

☝️დაიმახსოვრეთ ავოკადოს დასამწიფებლად მაცივარში შენახვა არ შეიძლება. თუ ავოკადო მაგარია, ის ოთახის ტემპერატურაზე უნდა დაამწიფოთ🥑

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცე​პტები

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შეგიძლიათ მოამზადოთ წიწიბურით, ყაბაყით და ყველით? - პედიატრი თამარ ობგაიძე უგემრიელეს რეცეპტს გთავაზობთ

რა შეგიძლიათ მოამზადოთ წიწიბურით, ყაბაყით და ყველით? - პედიატრი თამარ ობგაიძე უგემრიელეს რეცეპტს გთავაზობთ

დღეს MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 26-ე ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა წიწიბურა ყაბაყით და ყველით, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ. 

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • წიწიბურა - 2 ს.კ
  • ყაბაყი - 50 გრ.
  • პლასმონის ყველი - 30 გრ
  • ზეითუნის ზეთი - 4-5 მლ

მოზრდილებმა შეგიძლიათ, კერძს დაუმატოთ ​,,ოჯახურის'' სუნელები და გემრიელად მიირთვათ. 

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

წაიკითხეთ სრულად