Baby Bag

,,კარგი იქნება თუ ამას გაზაფხულის ბუნიაობამდე მოასწრებთ''

,,კარგი იქნება თუ ამას გაზაფხულის ბუნიაობამდე მოასწრებთ''
​ასტროლოგი მიხეილ ცაგარელიკლებადი მთვარის პერიოდის შესახებ წერს:

,,ჩემო მეგობრებო,

ყველამ ვიცით, რომ კლებადი მთვარეა და ამ დროს ძალიან კარგია და შედარებით მარტივია ცხოვრებისეული თემების მოწესრიგება, დალაგება, ყველა ნივთის თავის ადგილზე განთავსება, ეს იქნება ოფისის თუ სახლის უჯრები, კარადები, საბუთები, ტანსაცმელები, ყველა კუთხე კუნჭული დაალაგეთ, ზედმეტები

მო ი შო რეთ!!!

შეიძლება ეს იყოს ადამიანებს შორის ურთიერთობები, თუ არადა ამას სატურნი მაინც გაააკეთებს, მაგრამ ეს იქნება მტკივნეული, დისკომფორტული, ამიტომ თქვენით მოაწესრიგეთ. კარგი იქნება თუ ამას გაზაფხულის ბუნიაობამდე მოასწრებთ (21 მარტი) ახალი ასტროლოგიური წელიწადის დაწყებამდე, მერე სურვილებს ჩამოწერთ და დაიწყებთ ახალი სუფთა ფურცლიდან ცხოვრებას.

სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება და სატურნისეული წესრიგი ყველას ოჯახში,'' - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი. 
 

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.


შეიძლება დაინტერესდეთ

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

​მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ საახალწლო სუფრის ტრადიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად სტრატეგია შეცვალა:

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე. მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი. საშინელებაა... წლები იყო, რომ 12-ს აკლია 15, ბავშვები ამბობენ: „დედა, ჩაიცვი!“ დედას არაფერი აღარ უნდა. უნდა, რომ დაწვეს და დაიძინოს. რომელ ჩაცმაზე და მოწესრიგებაზეა ლაპარაკი?!“

ეკა ნიჟარაძის თქმით, დღევანდელ დღეს საახალწლო სუფრა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული:

„ძალიან დიდი ხარჯია, მით უმეტეს, ახლა ისე ძვირია ყველაფერი. ​დგახარ, წვალობ, ნერვიულობ, ალაგებ, შლი, მაცივარში ინახავ. მეორე დღეს აღარავის აღარ უნდა ეს საჭმელი. ყველაფერს აკეთებ იმიტომ, რომ უნდა გააკეთო. აღარ ვაკეთებ. სალათი, თევზი, მარტივი რაღაცები კეთდება, რასაც შეჭამენ.“

„დღევანდელ ჩვენს მდგომარეობაში მეუხერხულება კიდევაც არანორმალური სუფრების გაშლა. შეიძლება სხვა მიმართულებით გაუშვა, თუ გაქვს, რომ მარტო არ გამოსკდე სახლში. რა თქმა უნდა, ახალი წლის სუფრა იქნება ოდნავ განსხვავებული. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ამაზე გული არ დასწყდებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკა ნიჟარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად