საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს პარიზში დაიბადა, ქართველი ემიგრანტების - ლევან ზურაბიშვილისა და ზეინაბ კედიას ოჯახში. მისი მამა ავტოქარხანაში ინჟინრად მუშაობდა, დედა კი დიასახლისი გახლდათ. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, მშობლებმა ბავშვობიდან ჩაუნერგეს სამშობლოს სიყვარული, ამიტომ საქართველოში დაბრუნება მისი ოცნება იყო:
„სახლში ქართულად ვსაუბრობდით. ასე ჩამინერგეს სამშობლოს სიყვარული, რომელიც არასოდეს მენახა... მაგიდას ჩემი დიდი ბაბუის, ნიკო ნიკოლაძის ფოტო ამშვენებდა, როგორც შეხსენება მიწის და სამშობლოს ყივილისა. ამ ფოტოს და ქართული გარემოს გამო, არასოდეს მიგრძვნია თავი სამშობლოსგან მოწყვეტილად...ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებოდი საქართველოში, დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში და ავიხდენდი ოცნებას... ჩემს შვილებს უცხოელებისთვის რთულად გამოსათქმელი სახელები თეიმურაზი და ქეთევანი დავარქვი და მეც მათთან ქართულად ლაპარაკი ვარჩიე. მიხარია, რომ დღეს ისინი თავისუფლად საუბრობენ ქართულად,“ - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
იხილეთ სალომე ზურაბიშვილის ბავშვობის ფოტო