Baby Bag

როგორი იყო სალომე ზურაბიშვილი ბავშვობაში

როგორი იყო სალომე ზურაბიშვილი ბავშვობაში

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ​სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს პარიზში დაიბადა, ქართველი ემიგრანტების - ლევან ზურაბიშვილისა და ზეინაბ კედიას ოჯახში. მისი მამა ავ­ტო­ქარ­ხა­ნა­ში ინ­ჟი­ნ­რად მუ­შა­ობ­და, დედა კი დი­ა­სახ­ლი­სი გახ­ლდათ. როგორც სა­ლო­მე ზურაბიშვილი აღნიშნავს, მშობ­ლებ­მა ბავ­შვო­ბი­დან ჩა­უ­ნერ­გეს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ამიტომ საქართველოში დაბრუნება მისი ოცნება იყო:

სახლში ქართულად ვსაუბრობდით. ასე ჩამინერგეს სამშობლოს სიყვარული, რომელიც არასოდეს მენახა... მაგიდას ჩემი დიდი ბაბუის, ნიკო ნიკოლაძის ფოტო ამშვენებდა, როგორც შეხსენება მიწის და სამშობლოს ყივილისა. ამ ფოტოს და ქართული გარემოს გამო, არასოდეს მიგრძვნია თავი სამშობლოსგან მოწყვეტილად...ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებოდი საქართველოში, დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში და ავიხდენდი ოცნებას... ჩემს შვილებს უცხოელებისთვის რთულად გამოსათქმელი სახელები თეიმურაზი და ქეთევანი დავარქვი და მეც მათთან ქართულად ლაპარაკი ვარჩიე. მიხარია, რომ დღეს ისინი თავისუფლად საუბრობენ ქართულად,“ - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

იხილეთ სალომე ზურაბიშვილის ბავშვობის ფოტო