Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი სიტყვაა ყველაზე ხშირად გამოყენებული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში?“ - დათო ტურაშვილის პასუხი

რომელი სიტყვაა ყველაზე ხშირად გამოყენებული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში?“ - დათო ტურაშვილის პასუხი

მწერალმა დათო ტურაშვილმა საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა და ის სიტყვა გაგვაცნო, რომელსაც შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე ხშირად იყენებს.

„მაშინ არ იყო საყოველთაო კომპიუტერიზაცია. გვყავდა პროფესორი ცხონებული თენგიზ სანიკიძე, რომელმაც ერთხელ გვითხრა: დავითვალოთ, რა სიტყვაა ყველაზე ხშირად ნახმარი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანშიო.“ დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად და მეტად სიტყვა „გულია“ გამოყენებული,“ - აღნიშულ საკითხზე დათო ტურაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

წაიკითხეთ სრულად