Baby Bag

„ძლიერი ქალი არასდროს ვარდება დეპრესიაში... დაბრკოლებები და ცხოვრებისეული გამოწვევები გვაძლიერებს,“- ფსიქოლოგი ირმა ჩიტაშვილი

​ფსიქოლოგმა ირმა ჩიტაშვილმა ძლიერი ქალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შინაგანად ყველა ქალი ძლიერია:

„ზოგადად ყველა ქალი ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს გვეძახიან, ყველა ქალში არის ძალიან დიდი ძალა. თუ ზოგიერთი ქალბატონი ამ ეტაპზე არის მსხვერპლის როლში, ეს მხოლოდ ცხოვრებისეული დაბრკოლებებიდან გამომდინარეა და მას შეუძლია ეს გადალახოს. თუ ქალი სიძლიერეს ვერ გამოხატავს, მას მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება.

როდესაც ქალი არის ძლიერი, მას ყველანაირად დალაგებული აქვს როგორც პირადი ცხოვრება, ასევე კარიერული. ყველა ძლიერი ქალი ალაგებს ოჯახურ და პირად ცხოვრებას, თუ ის სწორად წარმართავს პრიორიტეტებს. რა არის ქალის ბედნიერება? ჯანმრთელობა უმთავრესია, შემდეგ მოდის, რომ ჰქონდეს პირადი ურთიერთობა დალაგებული და ჰქონდეს კარიერა. თუ აქედან მხოლოდ ერთი სფერო გვაქვს, ქალს მაინც აქვს დანაკლისი. პირადი ურთიერთობა და კარიერა ერთმანეთს ხელს არ უშლის, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობენ ძიძები, დამხმარეები.

ვთქვათ, ქალი წავიდა წინ, არის კარიერულად შემდგარი და ხდება, რომ პირად ურთიერთობაში აქვთ არეულობა, ე.ი. სწორ პარტნიორს ვერ შეხვდა, მხოლოდ ეს არის მიზეზი. დამერწმუნეთ, თუნდაც ის შემდგარი ქალები, რომლებიც არიან კარიერულად წინ და მათ არ აქვთ ოჯახი, სრულყოფილად ბედნიერად თავს ვერ გრძნობენ. შეიძლება ეს გარეგნულად არ ჩანს, მაგრამ როდესაც გვაქვს პირადი საუბრები, ისინი სრულყოფილად თავს ვერ გრძნობენ. ყველაზე არ მაქვს საუბარი, უმეტესობაზე ვსაუბრობ.

ძლიერი ქალი არასდროს ვარდება დეპრესიაში. მასაც აქვს დაბრკოლებები, მასაც აქვს პრობლემები, მაგრამ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი, სტატუსი, რომ ამ ყველაფერს არ იმჩნევს. თუ სუსტი ქალები დეპრესიაში არიან, მსხვერპლის როლში არიან, ძლიერი ქალებისთვის დაბრკოლება ამოცანაა, რომელსაც ამოხსნი. მეც სანამ საკუთარ თავზე დავიწყებდი მუშაობას, გარკვეულ პრობლემებს ვუყურებდი უფრო რთულად, დღეს დაბრკოლებას ვუყურებ როგორც ამოცანას, რომელიც უნდა ამოვხსნა, გადავლახო და ამის მერე მეტად ვძლიერდები. დაბრკოლებები გვაძლიერებს, ცხოვრებისეული გამოწვევები გვაძლიერებს. ქალი მაშინ არის ბრძენი, როდესაც თავის სიძლიერეს შეიძლება საერთოდ არ ანახვებს მამაკაცს. აქ შინაგან სიძლიერეზეა საუბარი. ქალი მრავალფეროვანია, ბრძენია და როგორც უნდა ისე იყენებს ამ როლებს,“- მოცემულ საკითხზე ირმა ჩიტაშვილმა ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ არავისთვის არაფერი არ დაენანოს, გულკეთილი იყოს," - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია

„ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ არავისთვის არაფერი არ დაენანოს, გულკეთილი იყოს," - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, რომ ბავშვს სხვისთვის სიკეთის გაკეთება ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ:

​„ბავშვს დედა ასწავლის, რომ გულკეთილი იყოს, არავისთვის არაფერი არ დაენანოს. ეს მართალია. ასეც უნდა ვასწავლოთ. მეტსაც ვიტყვი, როდესაც ბავშვს რაღაც სათამაშოს ვუყიდით, თუ შესაძლებელია, 2 ცალი, 3 ცალი ვუყიდოთ. თუ ათასები ღირს არა, მაგრამ თუ გაქვთ შესაძლებლობა, 3 ლარის ფარგლებში ქვიშაში სათამაშო ვედრო 2 ცალი ვუყიდოთ. ვუთხრათ ბავშვს, რომ ეს ერთი ვიღაცას უნდა ვაჩუქოთ იქ, ვისაც არ ექნება. თუ ექნება, უკან წამოვიღებთ, მაგრამ თუ არ აქვს, ვაჩუქოთ. ამ განწყობით უნდა წავიყვანოთ ბავშვი, რომ მან სიკეთე უნდა ჩაიდინოს.

ჩვენ რომ გვერდით მეზობელი გვყავს, იმას არ ექნება ეს სათამაშო, მოდი, იმასაც ვუყიდოთ ეს. არასდროს არ უყიდოთ ბავშვს რამე ისე, რომ ეს მარტო მისთვის არის, თუ ეს შესაძლებელია. იქვე ჩაუნერგეთ განაწილების, სხვისთვის მიცემის გრძნობა. თუ ბავშვს სათამაშო მოედანზე ყოფნისას რაღაც არ მისცეს, თავად კი სხვები დაასაჩუქრა, შინაგანი კონფლიქტი მოხდება. ესეც უნდა ავუხსნათ ბავშვს. „მე რა დაგარიგე შენ? იმასაც მივცეთ, ხომ? მაგრამ სხვა დედამ ეს არ დაარიგა შვილს. მან უთხრა, რომ არავის მისცეს სათამაშო. გვეწყინოს ჩვენ ეს? დედას არ შეუძლია, რომ მას ორი ცალი უყიდოს, ამიტომ ასე დაარიგა. შენ რომელი უფრო მოგწონს, როდესაც გასცემ, თუ როდესაც იღებ?“ ეს ისეთი ტონით უნდა უთხრათ, რომ მას მოეწონოს გაცემა. ისიც უნდა უთხრათ ბავშვს: „ჩვენ მაინც ვიყიდით სხვისთვის სათამაშოებს. მოვუტანოთ მათ ის სათამაშო შენ რომ არ მოგცეს და ვუთხრათ: აი, ჩვენ გაძლევთ,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად