„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
შეიძლება თუ არა ორსულისთვის ვარჯიში, სპორტი და რამდენად უსაფრთხოა?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგისრეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, შეიძლება თუ არა ვარჯიში ორსულობის პერიოდში და რამდენად უსაფრთხოა?
მიუხედავად იმისა, რომ ორსულად ხართ და თქვენი ორგანიზმი მეტი დატვირთვით მუშაობს, შესაძლოა, ვარჯიში და დამატებით ფიზიკური დატვირთვა რთულად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ვარჯიში დადებით გავლენას ახდენს როგორც თქვენზე, ასევე ნაყოფზე. ეს არამხოლოდ უსაფრთხო, არამედ სასარგებლოცაა!
როგორ უნდა შეარჩიოს ორსულმა, რა სახის ვარჯიში დაიწყოს?
ორსულობა ზეგავლენას ახდენს სახსრების სტაბილურობაზე, კოორდინაციასა და წონასწორობაზე. ფიზიკური დატვირტვა კი იწვევს გულისცემის რითმის ცვლილებას, ამიტომ ორსულისთვის ფიზიკური ვარჯიშის ესა თუ ის ფორმა, ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული.
ვარჯიშმა არ უნდა გამოიწვიოს ტკივილი, შარდის შეუკავებლობა. ვარჯიში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ორსული არის ჯანმრთელი და ორსულობა მიმდინარეობს გართულებების გარეშე!
ორსულობის ადრეულ ვადაზე ივარჯიშეთ დღეში მინიმუმ 30 წუთი, 5 დღე კვირაში, ჯამში კვირაში გამოგივათ 150 წუთი ვარჯიში. ვარჯიშის დროს აუცილებლადთან იქონიეთ წყალი. თავი აარიდეთ ისეთ ვარჯიშს, რომელიც გამოიწვევს ორგანიზმის გადახურებას. არ იწვეთ ზურგზე დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით, მეორე და მესამე ტრიმესტრში.
რა სახის ვარჯიშებს ენიჭება უპირატესობა?
ორსულებისთვის ვარჯიშის საუკეთესო ფორმებად ითვლება:
ჩქარი ნაბიჯით სიარული
მსუბუქი სირბილი (ე.წ. ძუნძული)
ცურვა
აერობიკა
აკვა აერობიკა
პრენატალური იოგა
პილატესი
ველოტრენაჟორი
რა უპირატესობები აქვს ვარჯიშს?
რეგულარულ ვარჯიშს სამივე ტრიმესტრში შეუძლია:
არტერიული წნევის დაბლა დაწევა
შაქრის დონის შემცირება სისხლში
ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება
ეხმარება ორგანიზმს სხეულის მასის და ცხიმოვანი უჯრედების გადანაწილების კონტროლში
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
წელის ტკივილის შემცირება
ეხმარება ორგანიზმს შფოთვისა და დეპრესიის დაძლევაში
აუმჯობესებს მშობიარობის შემდგომ აღდგენით პერიოდს
გიმაღლებთ მოტივაციას მშობიარობის შემდგომი ფიტნესისთვის
რა სახის ფიზიკური აქტივობა იკრძალება ორსულობის დროს?
ორსულობისას აკრძალულია შემდეგი სახის ფიზიკური აქტივობა/სპორტი, როგორებიცაა:
კრივი
ფეხბურთი
კალათბურთი
თხილამურები
ციგურაობა
დაივინგი
ჯირითი
მთამსვლელობა
რა მდგომარეობის დროს არ არის მიზანშეწონილი ვარჯიში ორსულობისას?
როგორც წესი, მსუბუქი სახის ვარჯიში არ არის ორგანიზმისთვის საზიანო, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც გულისცემის გახშირება და მსუბუქი სახის ფიზიკური დატვირთვა იწვევს მთელ რიგ პრობლეებს.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყვითოთ ვარჯიში, თუ გრძნობთ:
საერთო სისუსტეს
თავბრუსხვევას
ტკივილს გულის არეში
ვარჯიშის დაწყებისთანავე ქოშინს
თავის ტკივილს
ფეხების შესიებას ან ტკივილს
დაგეწყოთ სისხლიანი გამონადენი საშოდან
გარდა ამისა, ვარჯიში არ არის მიზანშეწონილი იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს: