„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„აკრძალვა მარტივია, ბევრი უნდა იშრომო საკუთარ შვილზე, მას უნდა ელაპარაკო, როგორც დიდს, როგორც პიროვნებას,“ - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზი შალვა კეკელია მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მშობლები შეცდომას უშვებენ, როდესაც შვილებს ყველაფერს უკრძალავენ:
„საქართველოში მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა ძირითადად არის აკრძალვის ურთიერთობა. მშობელი შვილს ყოველთვის უკრძალავს რაღაცას. ის ბავშვს არ განუმარტავს და ისე ეუბნება: „გააკეთე ეს, ნუ იქცევი ასე.“ ძირითადად არის ასეთი ურთიერთობა. მე სულ ვეუბნები მშობლებს, რომ არ შეიძლება. შვილს უნდა ელაპარაკო, როგორც დიდს, როგორც პიროვნებას. შეხედე ბავშვს, როგორც დიდ ადამიანს, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს, საკუთარი შეხედულება აქვს. დააფასე მისი მდგომარეობა და ნახე მერე როგორი გაიზრდება.“
დეკანოზი შალვა კეკელია მშობლებს შორის ხშირი კონფლიქტის პრობლემასაც ეხება და მსგავსი ურთიერთობის ნეგატიურ შედეგებდე საუბრობს:
„ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. ალბათ, ბევრ თქვენგანს გამოგიცდიათ მშობლების ერთმანეთში ყვირილი, ჩხუბი, ხმამაღლა ლაპარაკი ერთმანეთთან, სულ დაძაბულობა. 90% ჩვენი მოსახლეობის ასეა გაზრდილი, ჩხუბში, ყვირილში. ისინი ხედავდნენ, როგორ კამათობდნენ მშობლები, როგორ არ სცემდნენ ერთმანეთს პატივს. ასე იზრდება მერე შვილიც, ისიც ასე აგრძელებს ცხოვრებას, ისიც ასე ექცევა საკუთარ შვილს, ეს გრძელდება და გრძელდება. თაობიდან თაობას გადაეცემა აკრძალვის ურთიერთობა. მშობელი სულ უყვირის შვილს, ეჩხუბება. ვეუბნები: „მოეფერე, აუხსენი, სხვა რამე შესთავაზე.“ პატარა ბავშვებსაც კი ასე ექცევიან ხოლმე. შეიძლება, რომ ორი წლის ბავშვს ყვირილით ელაპარაკო?! შეიძლება ორი წლის ბავშვს ხელი გაარტყას მშობელმა?!“
დეკანოზის თქმით, ჩვენ ჩვენი მშობლების შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და შვილების მიმართ დამოკიდებულება შევცვალოთ:
„რაც თქვენ არ მოგწონდათ თქვენს მშობელში, ის თქვენ აღარ უნდა გააკეთოთ თქვენს შვილებთან. თქვენ შეიცვალეთ, თქვენ გახდით სხვანაირები. ქრისტიანობაც ამას გვეუნება, რომ რაც არ მოგწონდა შენ მიმართ გაკეთებული, ის არ უნდა გაუკეთო სხვას. შენ მოექეცი შენს შვილს სხვანაირად, შენ გააკეთე სხვანაირად. უნდა მოსთხოვო საკუთარ თავს, მაგრამ ეს შრომაზეა დამოკიდებული. ბევრი უნდა იშრომო საკუთარ შვილზე, აკრძალვა მარტივია. ადვილია ბავშვს ხელიდან გამოგლიჯო რაღაც, რაც ცუდია, მაგრამ როდესაც რამეს გამოგლეჯ, სხვა რამის შეთავაზება ძნელია. ამას დრო სჭირდება, დალაპარაკება და ახსნა უნდა. ამის ნერვები არავის აქვს დღეს, არავინ არავის უხსნის რამეს.“
„ერთხელ ჩემი მრევლის წევრი მეუბნებოდა, რომ მისმა შვილმა თავი დაანება ეკლესიაში სიარულს. ამბობდა, ბავშვობიდან სულ წირვაზე დამყავდა და სიარული შეწყვიტაო. იცით, რას აკეთებდა? 3-4 წლის ბავშვს საღამოს ლოცვებზე ატარებდა და დილით წირვაზე ასწრებდა. ბავშვს როდესაც თამაში უნდოდა, მას შემოჰყავდა წირვაზე. როდესაც ლოცულობდა, ბავშვს თავში წამოარტყამდა ხელს, მაცადე, ვლოცულობო. ამ ბავშვს კარგი დამოკიდებულება ექნებოდა ეკლესიასთან? ჩემს შვილს სათამაშოები უჭირავს ხოლმე ხელში და ისე ვლოცულობ ხოლმე მასთან ერთად. როდესაც მარტო მინდა ლოცვა, ბავშვებს რომ დავაძინებ, მერე ვლოცულობ. ბავშვების ხარჯზე არ ვლოცულობ. ის ბავშვია, პატარაა, იმას თამაში უნდა. ჩემს მრევლს ხშირად ვეუბნები, ბავშვი რომ მოგყავთ კვირას წირვაზე, წირვის შემდეგ სადმე წაიყვანე, ათამაშე, რომ სხვა სიხარულთან ასოცირდებოდეს მისთვის წირვა. ერთი კანფეტი უყიდე, სათამაშო უყიდე, რაღაც გაუკეთე, გაასეირნე, მეგობართან წაიყვანე. მისთვის წირვა იძულება არ უნდა იყოს. ეს დამოკიდებულება მერე მოიტანს სხვა რაღაცას. ღმერთი არის სიყვარული. როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ, ისე უნდა მოექცე სხვას. შენ გაგიხარდებოდა, ასე რომ მოგექცნენ?! სიმკაცრეც საჭიროა. შეიძლება გაუბრაზდე ბავშვს, რაღაც უთხრა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერებაში. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ როდესაც საყვედურია მისაცემი, საყვედურს აძლევ, როდესაც მოსაფერებელია, ეფერები,“ - აღნიშნავს დეკანოზი შალვა კეკელია.