Baby Bag

ეს ყველა მცოდნე დედამ უნდა იცოდეს!

ეს ყველა მცოდნე დედამ უნდა იცოდეს!

ჯერ კიდევ არ იცი Baby Bag-ზე? - ​Baby Bag ჩვილის საჭიროებებზე მორგებული ჩანთაა.

ჩვენ შევქმენით ორი ტიპის ჩანთა, რომლებსაც სახალისო სახელები დავარქვით - ,,ნამუ-ნამუ'' და ,,ჭუპა-ჭუპა''.

ჩანთებში თქვენ იპოვით ჩვილის კვებისა და მოვლისთვის აუცილებელ 5-7 პროდუქტს და არც სიურპრიზები დაგვავიწყდება.

ჩვენს Bag-ში ასევე შემოგთავაზებთ ფასდაკლების ვაუჩერებს თქვენთვის საჭირო ნივთებზე.

Baby bag-ის პროდუქციას მცოდნე დედები არჩევენ.

გამოიწერეთ Baby Bag, შეიქმენით კომფორტი, იყავით მშვიდად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიიღეთ ექსკლუზიურ ფასად. 

Follow 🧡 instagram

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R. 



თუ მშობელი ხარ და ჩვილის პროდუქტებზე აფთიაქებში მუდმივად ფასდაკლებებს ელოდები, მაშინ Baby Bag-ის ეს საბავშვო ჩანთა შენთვისაა. Დაგვემატე ჯგუფში და გაიგე სიახლეები - Baby Bag

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს - აღნიშნულ კითხვას ​პედიატრი თამარ ობგაიძე პასუხობს.

გთავაზობთ პედიატრის პასუხს სიტყვა-სიტყვით:

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ კბილების გამოხეხვა პატარას მაშინ უნდა დააწყებინოთ, როცა ის თავად შესძლებს ამას და კბილის პასტას არ ჩაყლაპავს, ცდებით.

კბილების მოვლა მაშინ იწყება, როცა პირველი კბილი ამოჰყოფს თავის დაკბილულ კიდეს და გაგახარებთ.პირველი კბილები სველი რბილი ნაჭრით გაწმინდეთ დილა-საღამოს.

ნუ გამოიყენებთ ამ მიზნით მარლის ნაჭერს, რადგან ღრძილზე შემთხვევით უხეში შეხებისას შეიძლება ღრძილების ნაზი ლორწოვანი გარსი დააზიანოთ.

მოსახერეხებელია სილიკონის რბილი ჯაგრისების გამოყენებაც, რომელიც საჩვენებელ თითზე უნდა წამოიცვათ და ფრთხილად გახეხოთ კბილები.

18-24 თვიდან შეგიძილიათ გამოიყენოთ სპეციალური საბავშვო პასტაც, რომლის გადაყლაპვა ბავშვისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

ბავშვის ჯაგრისი ცალკე უნდა შეინახოთ. თუ მას ოჯახის წევრების ჯაგრისებთან ერთად მოათავსებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პატარას ჯაგრისს სხვა ჯაგრისები არ ეხება.

ჯაგრისი 3 თვეში ერთხელ შეცვალეთ.

გახსოვდეთ, კარიესი მხოლოდ ჰიგიენის დარღვევის გამო არ ვითარდება, კბილის მთლიანობს დარღვევაზე გავლენა ახდენს ასევე კვების ტიპი, კბილის სტრუქტურაზე მოქმედი ზოგიერთი ნივთიერების დეფიციტი, დაავადებები.

2 წლისათვის პატარას უკვე 20 კბილი უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ, ჩაეწეროთ პირველი პროფილაქტიკური შემოწმებისათვის ბავშვთა სტომატოლოგთან!“

წაიკითხეთ სრულად