Baby Bag

149 ლარის ნაცვლად 49 ლარი - სუპერ ბრენდებით დახუნძლული ჭუპა-ჭუპა ჩანთა

149 ლარის ნაცვლად 49 ლარი - სუპერ ბრენდებით დახუნძლული ჭუპა-ჭუპა ჩანთა

​Baby Bag ივლისიც დადგა შეთავაზებით გიბრუნდებათ. წარმოგიდგენთ სუპერ ბრენდებით დახუნძლულ ჭუპა-ჭუპა ჩანთას. გამოიწერე 149 ლარის პროდუქცია მხოლოდ 49 ლარად და პირველ შენაძენზე მიიღე ჩვენი ჩანთა საჩუქრად. 

 ივლისის ჭუპა-ჭუპა ჩანთას Avenegeorgia საუკეთესო შეთავაზებებით შემოუერთდა, ბეგში დაგხვდება:

💦 ავენის თერმული წყალი - 50 მლ - მგრძნობიარე, ჰიპერმგრძნობიარე, ალერგიული და გაღიზიანებული კანის სამკურნალო ბუნებრივი წყალი, 0 თვიდან

🧼 ავენის ტრიქსერა ნუტრიშენის დასაბანი, მყარი საპონი - 25 გ - სიმშრალისკენ მიდრეკილი და ძალიან მშრალი კანისთვის, 0 თვიდან

🧴 ავენის ქსერაქალმის ზეთი 100 მლ - ქსერაქალმის ლიპიდების აღმდგენი გამწმენდი (დასაბანი) ზეთი ატოპიური დერმატიტის და ქავილისკენ მიდრეკილი კანისთვის, 0 თვიდან

🫧 KLORANE-ს შვრიის რძეზე დამზადებული ნეიტრალური შამპუნი - 100 მლ - ყველა ტიპის თმისთვის და ყოველდღიური გამოყენებისთვის, 3 წლიდან.

 ივლისის ჭუპა-ჭუპა ჩანთაში ასევე წარმოდგენილია:

🔸 ქართული კომპანია Poplini-პოპლინი-ს სიყვარულით შექმნილი, ხელნაკეთი სათამაშო

🔸30 - ლარიანი ვაუჩერი ქართული კომპანია Gogora • გოგორა-სგან, რომელიც პრემიუმ ხარისხის ხის სათამაშოებსა და მონტესორის საბავშვო ავეჯს აწარმოებს

🔸 და ჩვენი დიდი ხნის მეგობარი კომპანია AGU Baby • აგუ ბეიბი, 20%-იანი ფასდაკლებით ინოვაციურ შვეიცარულ საბავშვო პროდუქციაზე

 ივლისის ჭუპა-ჭუპა ჩანთაში დაგხვდება გერმანული ბრენდი Titania-ს:

🔸 ფრჩხილის დამცავი ლაქი დედებისთვის 

🔸 Სავარცხელი + ჯარგისი თქვენი პატარებისთვის

ჩანთის გამოსაწერად მოგვწერეთ Facebook გვერდზე - Bab​y Bag 

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

კომპანია „ბაია ფუდი“ 2023 წლიდან დამატებით ნატურალურ ხილის „სნექებს“ გამოუშვებს

კომპანია „ბაია ფუდი“ 2023 წლიდან დამატებით ნატურალურ ხილის „სნექებს“ გამოუშვებს

კომპანია „ბაია ფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს, ოჯახის ყველა წევრთათვის განკუთვნილი ჯანსაღი ფაფების სამი სახეობით გამოჩნდა. მას შემდეგ დაფქულ-გადამუშავებული და ნატურალური, მშრალი ხილით გამდიდრებული ფაფების მიმართულებით მომხმარებლის საყვარელ და სანდო ბრენდად იქცა.

წლების განმავლობაში, გარდა უხილო ფაფებისა, ნატურალური ადგილობრივი ხილის, ბურღულეული და მარცვლეული ფაფებიც დაემატა, ტექნოლოგია დაიხვეწა, თუმცა დევიზი - „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“ - არ შეცვლილა. სწორედ ამ დევიზს ეფუძნება კომპანიის ყველა ახალი წამოწყება თუ პროდუქტი, მათ შორის, ხილის ფაფებიც, რომელთა ხაზიც „ბაია ფუდმა“ 2019 წლიდან დაამატა და მალევე შავი ქლიავის, ალუბლის, ვაშლის, ბანანისა თუ გარგრის ფაფებს კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შესძინა.​

 

დაფქული წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის, ქერის, სიმინდის, ფეტვის ფაფები თავიდანვე ადრეულ ასაკში, როგორც დამატებითი კვების პროდუქტი, ხოლო ზრდასრულთათვის, როგორც ჯანსაღი კვების პროდუქტის ხაზით იყო ჩაფიქრებული. დღეის მდგომარეობით საწარმოს გაფართოებისა თუ ტექნოლოგიური პროცესების დახვეწის შემდეგ „ბაია ფუდის“ ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა, ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე, უჯრედისით მდიდარი ფაფები ნებისმიერი ასაკის მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი გახდა.

„ჩვენი პროდუქცია არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა თუ სტაბილიზატორებს. წიწიბურასა და ბრინჯის გარდა, ძირითადი ნედლეული - მარცვალ-ბურღულეული და ხილის ჩირები, რომლითაც ვამდიდრებთ ფაფებს, ქართული წარმოებისაა. მარცვალი, მთლიანობაში გარეკანთან ერთად ჩვენთან სპეციალური დანადგარებით, ე.წ. რბილი დაფქვის მეთოდით იფქვება. ამ დროს ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტში ჯანსაღი ნივთიერებების შესანარჩუნებლად, ამიტომაც პროდუქტი მდიდარია: უჯრედისით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. დაფქული მარცვლეული კი გაცილებით მალე იხარშება, ვიდრე მთლიანი მარცვალი, ამით კი 3 ჯერ შემცირებულია ფაფების მომზადების დრო. ეს ყველაფერი კი ჩვენი ბრენდის ხარისხის და პოპულარობის საფუძველია. ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დაარსების დღიდან ჩვენი მიმართულება და არჩევანია, რის გამოც ამ პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებელი სიამოვნებით მიირთმევს“, - განაცხადა „კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელმა, ზვიად გრძელიძემ.

სხვადასხვა სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტებისა თუ საერთაშორისო: იუსაიდისა და იბიარდის პროექტებთან ერთად - საკუთარი ინვესტირების შედეგად 50 კვ.მ. იჯარით აღებულ ფართში, ორი სახეობის პროდუქტით დაწყებული საქმე, დღეისათვის კომპანიის კუთვნილ საწარმოო ფართს, 25 სახეობის პროდუქტს და 18 დასაქმებულს ითვლის. რომელთა რიცხვის პერიოდულად ზრდა იგეგმება და ეტაპობრივად განხორციელდება.

მომავალი წლიდან „ბაია ფუდი“ ახალი ხაზის - ხილის „სნექების“ წარმოებასაც დაიწყებს. ადგილობრივი ხილითა და შოკოლადის გამოყენებით გამდიდრებული „სნექები“ დამზადდება უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიით, რომლებიც „ბაია ფუდმა“ ინოვაციების სააგენტოს მიერ დაწესებული გრანტისა და UNDP-ს პროექტის ფარგლებში შეიძინა.

თიბისის მხარდაჭერით უკვე დაწყებულია ხილის „სნექებისთვის“ განკუთვნილი საწარმოს გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა. თიბისისავე დახმარებით, 2023 წლის დასაწყისში „ბაია ფუდი“ დანადგარების მონტაჟს დაასრულებს და გაზაფხულიდან ხილის „სნექების“ პირველ რამდენიმე პროდუქტს გამოუშვებს.

კომპანია „ბაია-ფუდში“ ხუთი წელია, რაც დანერგილია უვნებელი სურსათის წარმოებისთვის „ჰასპის“ საერთაშორისო სტანდარტი. 2023 წელს განიხილება პროდუქციის გამრავალფეროვნება, ხილისა და ბურღულ-მარცვლეულის ფაფების გარდა, „მიუსლების“ დამატება და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა. ამ საკითხზე და ადგილობრივი ბაზრის გაფართოებაზე კომპანიის მენეჯმენტი მუხლჩაუხრელად შრომობს. „ბაია-ფუდში“ იმედოვნებენ, რომ გაიზრდება კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა, რეალიზაცია, რაც გამოიწვევს საწარმოო პროცესების გაფართოებას, დასაქმებულთა მატებას და კომპანიის ახალ ნიშნულზე გადასვლას.

R.

წაიკითხეთ სრულად